ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: "პიტსბურგის" ზეიმი გადაიდო

AutoSharing Option
"პიტსბურგს" შეეძლო ოთხ მატჩში დაესრულებინა "კოლამბუსთან" სერია, მაგრამ ვერ შეძლო მეოთხე შეხვედრის მოგება. ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, "ბლუ ჯეკეტსმა" შეძლო მობილიზება და მოახერხა მოგება ისე, რომ მეტოქეს ერთხელაც არ მისცა წინ გასვლის საშუალება.

მასპინძლებმა პირველ 25 წუთში სამი შაიბა გაუტანეს "პიტსბურგს" და თითქოს, გამარჯვებულის საკითხი მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან.

მაგრამ, "კოლამბუსს" სათასო გამოცდილება ნაკლები აქვს და ამან, კინაღამ ცუდი სამსახური გაუწია გუნდს. ჰორნკვისტისა და ჰეინსის მონდომებით, "პიტსბურგმა" სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მესამე პერიოდში კი "პინგვინებმა" ორჯერ მეტი დარტყმა შესრულეს და "კოლამბუსი"
მისი რუსი მეკარის ბობროვსკის კარგმა თამაშმა გადაარჩინა.

* * *
"მონრეალმა" ვერ შეძლო "მედისონ სკვერ გარდენში" ზედიზედ მეორე მოგება და "რეინჯერსთან" სერიაში ანგარიში გათანაბრდა.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მეორე პერიოდის დასაწყისი, როცა თანაბარი ანგარიშისას, ნიუიორკელებმა შეძლეს ძალიან სახიფათო კონტრშეტევის ორგანიზება, რომელიც ვეტერანი რიკ ნეშის ოსტატური გოლით დასრულდა. ეს შაიბა გამარჯვებისა აღმოჩნდა, რადგან დარჩენილ დროში მასპინძლები უნარიანად უმკლავდებოდნენ "კანადიენსის" შეტევებს. სტუმრებმა 24 დარტყმა შეასრულეს და ჰენრიკ ლუნდკვისტმა 23 მოიგერია. გაცილებით მეტი სამუშაო ჰქონდა "მონრეალის" მეკარეს კერი პრაისს, რომელსაც 32-ჯერ დაურტყეს ზუსტად.

* * *
შარშანდელმა ფინალისტმა "სან ხოსემ", როგორც იქნა, კარგად წარმოაჩინა თავისი შეტევითი პოტენციალი. შარშან გამომუშავებული სათასო გამოცდილება "ზვიგენებს" ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაეხმარა და საშუალება არ მისცა ახალგაზრდა "ედმონტონს", მოეპოვებინა უმნიშვნელოვანესი მესამე გამარჯვება.

კალიფორნიელებს იმ საღამოს ყველაფერი გამოდიოდათ, მეტოქემ კი ვერ იპოვნა თავისი თამაში. ეს ყველაფერი შვიდ უპასუხო შაიბაში გამოიხატა. "შარქსის" კაპიტანმა ჯო პაველსკიმ კლუბის რეკორდი დაამყარა, როცა მე-15 წამზე გაიტანა შაიბა. მასპინძლების მეკარემ მარტინ ჯონსმა 23 დარტყმა მოიგერია და პლეი ოფში მეოთხე "შათაუტი" შეასრულა.

კოლამბუსი-პიტსბურგი 5:4
2:0, 1:2, 2:2
გოლები: 1:0 ჯ. ჯონსონი-1 (სავარი-1), 2:0 ჯ. ანდერსონი-1 (ვ. კარლსონი-1, ქუინსი-1), 3:0 ნუტივაარა-1 (ჯენერი-1, საადი-1), 3:1 ჰორნკვისტი-2 (შულცი-2, კესელი-3), 3:2 ჰეინსი-1 (კესელი-4, მალკინი-5), 4:2 ვ. კარლსონი-1 (კალვერტი-1), 4:3 კუნაკლი-1 (კულენი-2, ი. კოული-3), 5:3 ჯენერი-1 (საადი-2, ნუტივაარა-1), 5:4 გიუნტცელი-5 (კესელი-5, მალკინი-6).
სერია: 1-3

რეინჯერსი-მონრეალი 2:1
1:1, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 ფასტი-1, 1:1 ტ. მიტჩელი-1 (შ. უებერი-2, რადულოვი-4), 2:1 რიკ ნეში-2 (მაკდონაჰი-1).
სერია: 2-2

სან ხოსე-ედმონტონი 7:0
2:0, 4:0, 1:0
გოლები: 1:0 პაველსკი-1 (ჯ. ბრაუნი-1, მარლო-1), 2:0 კუტური-1 (პაველსკი-2, ბერნსი-1), 3:0 მარლო-1 (ბერნსი-2), 4:0 სორენსენი-1 (შლემკო-1, ჯ. უორდი-1), 5:0 კუტური-2 (ჰანსენი-1, ჯ. უორდი-2), 6:0 პაველსკი-2 (ბერნსი-3, ჯ. ტორნტონი-1), 7:0 შლემკო-1 (ჰერტლი-2, ვლასიჩი-3).
სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული