ჰოკეის ეროვნული ლიგა მონაწილეობას არ მიიღებს 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებში. ამის შესახებ პრეს კონფერენციაზე განაცხადა ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისარმა გერი ბეტმენმა. ოლიმპიური თამაშები 9-25 თებერვალს გაიმართება.
"ექვსი კვირის წინ, უკვე გამოვაცხადეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ჰოკეის ეროვნული ლიგა ერთმნიშვნელოვნად არ მიიღებს მონაწილეობას 2018 წლის ოლიმპიადაში. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა.
ოვეჩკინმა განაცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წავა ოლიმპიურ თამაშებზე? ველოდებით, რომ NHL-ის
* * *
2018 წელს, ჰოკეის ეროვნული ლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩი" ტამპაში გაიმართება. ვარსკვლავურ უქმეებს 2018 წლის 27-28 იანვარს "ამალი-არენა" უმასპინძლებს.
"ყველა ვარსკვლავის მატჩის" ფორმატი უცვლელი დარჩება - "სამი სამზე". ისევე, როგორც წინა ორ წელს, შეხვედრა სამი 20-წუთიანი მატჩისგან იქნება შემდგარი, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებს ოთხი გუნდი - წყნარი ოკეანის, ცენტრალური, ატლანტიკისა და მეტროპოლიტენის დივიზიონების ნაკრებები.
ტამპა მეორედ უმასპინძლებს "ყველა ვარსკვლავის მატჩს". პირველად ეს ღონისძიება იქ 1999 წელს გაიმართა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"