მეორე ნომრად აირჩიეს კანადელი ფორვარდი ნოლან პატრიკი ("ფილადელფია"), რომელიც დრაფტის მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა. მესამე ნომერი გახდა ფინელი მირო ჰეისკანენი ("დალასი").
ჰიშირი ისტორიაში მეშვიდე ევროპელია, ვინც დრაფტზე პირველ ნომრად აიყვანეს. ნიკო გახდა კვებეკის იუნიორთა ჰოკეის მთავარი ლიგის (QMJHL) საუკეთესო ახალბედა. თამაშის სტილის გამო, მას შვეიცარიელი მაკდევიდი უწოდეს.
* * *
2017
სულ 2017 წლის დრაფტზე 217 ჰოკეისტი აირჩიეს. აქედან ყველაზე მეტი - 80 მოთამაშე ჰყავდა კანადას, 47 - აშშ-ს, 27 - შვედეთს, 23 - ფინეთს, 18 - რუსეთს, 9 - ჩეხეთს, 3 - შვეიცარიას, 2 - დანიასა და სლოვაკეთს, თითო - ბელარუსს, გერმანიას, სლოვენიას, ნორვეგიასა და საფრანგეთს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"