და მაინც სან ხოსე

AutoSharing Option
ყველასთვის მოულოდნელად გუნდებმა ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე დაიწყეს სერიის მეშვიდე მატჩი და მარტო პირველ პერიოდში ჯამში 28 ზუსტი დარტყმა შეასრულეს. "ზვიგენების" მეკარე ანტი ნიემი ბრწყინვალედ გაუმკლავდა თავის საქმეს, ჰოვარდმა კი ორი შაიბა გაუშვა, თუმცა ამ ეპიზოდებში "რედ უინგზის" გოლკიპერის დადანაშაულება მართალი არ იქნებოდა. განსაკუთრებით მეორე გოლის დროს, როცა ზეტერბერგმა საკუთარ კართან დაკარგა შაიბა, რითაც კარგად ისარგებლა დებიუტანტმა კუტურმა.

სტუმრებს არ აწყობდათ მოვლენათა ამგვარი განვითარება და კიდევ უფრო დიდი ძალებით წავიდნენ წინ. ნიემი კარგა ხანი ინარჩუნებდა "მშრალად" საკუთარ კარს, მაგრამ ბოლოს ვერაფერი
მოუხერხა ზეტერბერგის ბრწყინვალე დარტყმას. თითქოს "რედ უინზს" მეორე გოლიც უნდა გაეტანა, მაგრამ მასპინძლებმა გაძლეს მეორე შესვენებამდე.

მესამე პერიოდში "სან ხოსემ" შეძლო თამაშის გათანაბრება და ნიემიმაც ამოისუნთქა. უფრო მეტი სამუშაო ჰოვარდს გაუჩნდა და ორ ეპიზოდში ბრწყინვალედაც ითამაშა, თუმცა 53-ე წუთზე პატრიკ მარლოს დარტყმას ვერ გაუმლკლავდა. ამ ფორვარდისთვის ეს გოლი უმნიშვნელოვანესი იყო - მთელი სერიის განმავლობაში მარლომ 20-ზე მეტი დარტყმა შეასრულა, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, სამაგიეროდ, ყველაზე მნიშვნელოვანი.

"დეტროიტმა" დანებება არ ისურვა - მან ამ სერიაში არაერთხელ მოახერხა თითქმის უიმედო სიტუაციიდან გამოძრომა და ახლაც კინაღამ სასწაული მოახდინა. პაველ დაციუკმა ძალიან მახვილი კუთხიდან შორეულ ცხრიანში გაიტანა, შემდეგ კი მასვე შეეძლო მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა, მაგრამ საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე ნიემიმ აჯობა. ეს უკანასკნელი სერიის მთავარი გმირი იყო. ფინელმა შარშან "ჩიკაგოსთან" ერთად მოიგო სტენლის თასი, მაგრამ, სავარაუდოდ, სწორედ ამ სეზონში ჩამოყალიბდა უდიდეს მეკარედ.

ასე რომ, "სან ხოსემ" ზედიზედ მეორედ გამოთიშა სტენლის თასისთვის ბრძოლას "დეტროიტი" და არსებობის ისტორიაში მესამედ გავიდა დასავლეთი კონფერენციის ფინალში. იქ მას "ვანკუვერთან" დუელი ელის.

სან ხოსე-დეტროიტი 3:2
2:0, 0:1, 1:1
გოლები: 1:0 სეტოგუჩი-6 (ტორნტონი-9, ბოილი-8), 2:0 კუტური-6, 2:1 ზეტერბერგი-3 (ფილპულა-6), 3:1 მარლო-3 (სეტოგუჩი-2, ბოილი-9), 3:2 დაციუკი-4 (სტიუარტი-2, ერიქსონი-2)
სერია: 4-3

1/2 ფინალი
ბოსტონი (3)-ტამპა ბეი (5)
14 მაისი. ბოსტონი-ტამპა ბეი
17 მაისი. ბოსტონი-ტამპა ბეი
19 მაისი. ტამპა ბეი-ბოსტონი
21 მაისი. ტამპა ბეი-ბოსტონი
23 მაისი. ბოსტონი-ტამპა ბეი
25 მაისი. ტამპა ბეი-ბოსტონი
27 მაისი. ბოსტონი-ტამპა ბეი
ვანკუვერი (1)-სან ხოსე (2)
15 მაისი. ვანკუვერი-სან ხოსე
18 მაისი. ვანკუვერი-სან ხოსე
20 მაისი. სან ხოსე-ვანკუვერი
22 მაისი. სან ხოსე-ვანკუვერი
24 მაისი. ვანკუვერი-სან ხოსე
26 მაისი. სან ხოსე-ვანკუვერი
28 მაისი. ვანკუვერი-სან ხოსე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული