ლეგენდა საბოლოოდ წავიდა

AutoSharing Option

თანამედროვე ჰოკეის ყველაზე ასაკოვანმა ვეტერანმა კრის ჩელიოსმა, როგორც იქცა, აქტიური კარიერა დაასრულა. ამერიკელს სულ ორი წელი არ ეყო ლეგენდარული გორდი ჰოუს რეკორდის დასამხობად, რომელიც დიდ სპორტს 50 წლამდე შემორჩა. ჩელიოსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "დეტროიტ რედ უინგზში" ბრუნდება, სადაც ზედიზედ ათი წელი ითამაშა. ვეტერანი ამ კლუბის ადმინისტრაციაში დაიწყებს მუშაობას. ეს ინფორმაცია "რედ უინგზის" გენერალურმა მენეჯერმა კენ ჰოლანდმაც დაადასტურა.

"მისვის ჯერ არ გვაქვს თანამდებობა, თუმცა უკვე ვიცით, რომ კრისი ახალგაზრდებს კარიერის განვითარებაში დაეხმარება, - ამბობს გენერალური მენეჯერი. - 2009 წელს, როცა ის

ჩვენგან წავიდა, ვთქვი, რომ მასთან მუდმივი კონტრაქტი მექნებოდა. ამა წლის მაისში დამირეკა და მითხრა, რომ მზად არის ჩვენთან სამუშაოდ".

ჩელიოსმა NHL-ში გამოსვლა 1984 წელს, "მონრეალ კანადიენსის" შემადგენლობაში დაიწყო. 26-წლიანი კარიერის განმავლობაში, კანადური გუნდის გარდა "ჩიკაგოს", "დეტროიტისა" და "ატლანტას" შემადგენლობაში ითამაშა. მის ანგარიშზეა 1651 მატჩი, 185 გოლი და 948 შედეგიანი პასი. კრისმა "დეტროიტთან" ერთად ორჯერ მოიპოვა სტენლის თასი (2002, 2008), სამჯერ გახდა სეზონის საუკეთესო მცველი (1989, 1993, 1996), 11-ჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში". ამერიკის ნაკრებში 1996 წელს მსოფლიოს თასი მოიგო, 2002 წელს კი სოლტ-ლეიკ-სიტის ოლიმპიადის ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული