აუშენეთ ამ ბიჭებს ყინულის მოედანი, რომ აღარ დაიტანჯონ სხვა ქვეყანაში წასვლა და ვარჯიში! ამდენ მიღწევებს აკეთებენ და ჩვენგან მხოლოდ ნორმალურ ყინულის სასახლეს ითხოვენ.
პატივცემულო ნიკალა! ძალიან სასიხარულოა ასეთი ინფორმაციის მოწოდება, მაგრამ ძალიან მწირი. არ გესწავლებათ პატივცემულო, მაგრამ იქნებ ჩვენი ნაკრების მთლიანი შემადგენლობაც დაგეწერათ, რა პერსპექტივები გვეხატება წინ, მოკლედ ცოტაოდენი განვრცობა ინფორმაციის არ გვაწყენდა. მადლობა
ვარ ჰოკეის დიდი გულშემატკივარი ძველი თაობის.არ დავმალავ და ბავშვი გახარებული ვიყავი საბჭოთა ნაკრებმა კანადა რომ დაამარცხა 1972-ში. ხარლამოვზე ვაფრენდი, თითქმის ყველა მახსოვს გვარებით (არ გამომიხტეთ და რუსოფობია არ დამწამოთ,თორემ გადავალ ჭკუიდან:)))
ბავშვობაში ხის კლიუშკებიც(ყვინჯი ჰქვია თუ არ ვცდები)გავაკეთეთ და თოვლზეც მოგვისხამს წყალი და გაგვიყინავს.ციგურები სად გვქონდა ბათინკებით დავსრიალობდით. გვქონდა მუხლები ჩალურჯებული და იდაყვები დასიებული. მოკლედ მძიმე მაგრამ მხიარული ბავშვობა მქონდა :)
ამას რატომ ვამბობ, არსებობენ საქრთველოში ადამიანები, ვისაც ეს სპორტი მოსწონს(კომენტარებიც ამის დასტურია) და ძალიანაც გაუხარდებათ ჩვენი ნაკრების წინსვლა, თუნდაც იქ ამჟამად წარმოშობით რუსები თამაშობენ არაერთი წელია,მადლობა მათ ამისთვის...
ვუერთდები ბევრი ქომაგი აზრს,რომ საჭიროა თანამედროვე სტანდარტების მქონე ერთი საციგურაო დარბაზი მაინც. წარმატებები ისრაელთან დღევანდელ მატჩში
უკაცრავად მაგრამ როცა საქართველოს ნაკრებს ხოკეიში ვკითხულობ, სულ აქლემი და პადუსკები მაგონდება რატომღაც. რა საჭიროა ხოკეში ნაკრები გვქონდეს? მგონი ერთგან გვაქვს ყინულის მოედანი და საერთოდ ეს ხომ ჩვენი სპორტი არ არის? აგერ ჩვენ სამეზობლოში სომხებმა სულ ახლახანს დაიწყეს კალთბურთის ნაკრების შექმნა, ასეა მგონი აზერბაიჯანიც რომელიც ჩვენზე გაცილებით მეტი ფინანსერების შემძლეა. ასევე არცერთგან არ თამაშობენ რაგბს და მგონი არც ხელბურთის ნაკრებები აქვთ. ეს მოყვანილი რუსები რამდენ ხანს გვეყოფიან და კიდევ რამდებ ხანს ვაპირებთ ასე გაგრძელებას თავის მისატყუებლად? ბრაზილი და არგენტინაც არ თამაშობენ ხოკეის სხვათაშორის ჩვენზე გაცილებით დიდი ქვეყნებია. იქნებ მისახედს მივხედოთ და ასე ქარს არ გავატანოთ დაფინანსება?
წყალბურთშიც ბევრი ლეგიონერი გვყავს,მაგრამ წყალბურთში დიდი ტრადიციები გვაქვს და ეს ყველაფერი მისი აღორძინებისათვის გცჭირდება,ჰოკეი კი,მართლაც არ არის ჩვენი სახეობა და ერთი სტანდარტული დარბაზიც კი რომ არ გავქვს,რა გვენაკრებება?ენთუზიასტებმა კი ბატონო,ითამაშონ ქვეყნის ჩემპიონატი,მცირე საციგურაოზე და ორი სტანდარტული დარბაზი და ჰოკეისტთა საკმაო რაოდენობა თუ გვეყოლება,მაშინ შევქმნათ ნაკრები.ახლახან თბილისში ააშენეს საციგურაო დარბაზი,მაგრამ არც ეგ ყოფილა სტანდარტული ზომის დარბაზი და მხოლოდ სავარჯიშიდ თუ გამოდგება.აქედან უნდა დავიწყოთ,ზამთრის სპორტის განვითარება.სავარჯიშო ბაზის შექმნით!მერე კი,ყველაფერი გაადვილდება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.