საქმე ისაა, რომ გუშინ რუსეთში საშინელი ავიაკატასტროფა მოხდა - ლიგის ერთ-კლუბი საუკეთესო კლუბი, რუსეთის სამგზის ჩემპიონი იაროსლავის "ლოკომოტივი" მინსკში პირველი ტურის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა, მაგრამ თვითმფრინავმა აფრენიდან 500 მეტრის შემდეგ კატასტროფა განიცადა.
როგორც იაროსლავის აეროპორტის თანამშრომლები ჰყვებიან, თვითმფრინავმა საკმარისი სიმაღლე ვერ აკრიფა, შუქურას ანტენას წამოედო და შუაში გადატყდა - ნახევარი მიწაზე დაენარცხა, მეორე ნახევარი მდინარე ვოლგაში ჩავარდა, რასაც მაშინვე
ბოლო ინფორმაციით, კატასტროფას ერთადერთი ჰოკეისტი გადაურჩა - რუსეთის ნაკრების წევრი ალექსანდრ გალიმოვი, მაგრამ ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. მოთამაშე სხეულის 80-პროცენტიანი დამწვრობით რეანიმაციაშია მოთავსებული.
"ლოკომოტივში" ბევრი სახელოვანი ჰოკეისტი თამაშობდა. მათგან ყველაზე გამორჩეული იყო სლოვაკი პავოლ დემიტრა. ასევე უნდა დავასახელოთ შვედი მეკარე სტეფან ლივი, ჩეხები - იოზეფ ვაშიჩეკი და კარელ რახუნეკი, ცნობილი ლატვიელი მცველი კარლის სკრასტინში, რომელიც ცოტა ხნის წინ გადავიდა "დალას სტარზიდან" იაროსლავში.
თავდაპირველი ინფორმაციით, დაღუპვას გადაურჩა ცნობილი ბელარუსი მცველი რუსლან სალეი, რომელიც ამ ზაფხულს "დეტროიტ რედ უინგზიდან" აღმოჩნდა "ლოკომოტივში". ის თითქოს მინსკში ელოდებოდა გუნდს, მაგრამ შემდეგ ეს ჰოკეისტიც შეიყვანეს დაღუპულთა რიგებში. აქ ჩამოთვლილი მოთამაშეები თავიანთი ქვეყნების ნაკრებთა წევრები იყვნენ. გუნდის მწვრთნელი კანადელი ბრედ მაკრიმონი იყო.
თვითმფრინავი - "იაკ-42", რომლითაც "ლოკომოტივი" ბელარუსის დედაქალაქში მიფრინავდა, 1993 წელს იქნა ჩაშვებული ექსპლუატაციაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"