32 წლის ტომაშ კაბერლე ჩეხეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, "ტორონტოს" ვიცე-კაპიტანია და NHL-ში ერთ-ერთ საუკეთესო მეპასე მცველად მიიჩნევა.
"ტორონტო" ადასტურებს, რომ კაბერლე "ნეკერჩხლის ფოთლების" წევრად რჩება. მართალია, უამრავი კლუბისგან მივიღეთ შეთავაზება, მაგრამ არცერთი მათგანი არ განგვიხილავს. სეზონებს შორის მსურველი კლუბების წინადადებები სპორტსმენებს ყურადღებას ყოველთვის უფანტავს, მაგრამ ყველაფერი დასრულდა და კაბერლეს შეუძლია, სეზონისთვის მშვიდად მოემზადოს", - აღნიშნა ბრაიან ბურკმა.