NHL-ში წესები იცვლება

AutoSharing Option

ამ დღეებში ტორონტოში კვლევითი ბანაკი მუშაობს, სადაც ამ წლის დრაფტის მაღალი ნომრების მქონე 33 ჰოკეისტია მიწვეული. მათ ცნობილი სპეციალისტები ხელმძღვანელობენ - კენ ჰიჩკოკი და დეივ კინგი, აგრეთვე NHL-ის ვიცე-პრეზიდენტი ბრენდან შენეჰანი. ამ ჯგუფმა უნდა გამოსცადოს ახალი წესები, რომელსაც, სავარაუდოდ, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში შემოიღებენ. ცდების შედეგების მიხედვით ჯგუფი რეკომენდაციებს შეადგენს, რომელსაც ნოემბერში ლიგის გენერალური მენეჯერების საბჭოზე განიხილავენ.
ამ მომენტისთვის უკვე შემუშავებულია ექვსწინადადებიანი პაკეტი:

1. მოედანზე იყოს ჩაგდების მხოლოდ სამი წერტილი - თითოეული ზონის ცენტრში.
2. შაიბის თამაშში შეყვანისას არ გამოიყენებენ ტრადიციულ

ჩაგდებას. შაიბას უბრალოდ ყინულზე დადებენ. ჰოკეისტები მსაჯის სასტვენზე დაიწყებენ ბრძოლას. თუ მოთამაშე ბრძოლისას წესს დაარღვევს, მას შაიბაიდან 30 სანტიმეტრით დააშორებენ.
3. ახალი მსაჯის შემოღება, რომელიც მოედნის ფარგლებს გარედან მიადევნებს თამაშს თვალს. ის დააფიქსირებს იმ დარღვებებს, რომელსაც ყინულზე მომუშავე არბიტრები ვერ შეამჩნევენ.
4. იმ გუნდს, რომლის შეტევისას ოფსაიდი დაფიქსირდება, აეკრძალება შემადგენლობის შეცვლა.
5. ოვერტაიმის ახალი სისტემით ჩატარება: სამი წუთი ოთხი-ოთხზე თამაში, შემდეგ ამდენივე დრო - სამი-სამზე და ბოლოს - ორი-ორზე. დამატებითი დრო გატანილ შაიბამდე გაგრძელდება. თუ საქმე მაინც ბულიტების სერიამდე მივა, მასში თითო გუნდიდან ხუთ-ხუთი კალათბურთელი მიიღებს მონაწილეობას.
6. კარის ბადეზე აღნიშნავენ წითელ და თეთრ წერტილებს, რაც ფორვარდებს ღია კუთხეებში ზუსტად დარტყმის საშუალებას მისცემს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული