რეგულარულის პროგნოზი

AutoSharing Option

ამერიკაში პოპულარულმა ინტერნეტ-გამოცემა The Hockey News-მა ტრადიციისამებრ მომავალი რეგულარული ჩემპიონატის პროგნოზი გააკეთა და სეზონის საბოლოო ცხრილში გუნდების სავარაუდო ადგილები იწინასწარმეტყველა.
ექსპერტებმა თითოეულ მონაწილეს მცირე დახასიათება დაურთეს, რომელსაც აქ არ შემოგთავაზებთ, რადგან ეს დიდ ადგილს წაიღებს. დაინტერესებულ გულშემატკივრებს თავად შეუძლიათ წაიკითხონ სპეციალისტთა მოსაზრებები ამ ლინკის (www.thehockeynews.com/articles/34718-The-Hockey-News-201011-NHL-regular-season-predictions.html) მეშვეობით.
ჩვენ უბრალოდ გაგაცნობთ, ძალთა რა გადანაწილებას გვთავაზობენ THN-ის ჟურნალისტები:

აღმოსავლეთი
1. ვაშინგტონი
2. პიტსბურგი
3. ბოსტონი
4. ფილადელფია
5. ნიუ ჯერსი
6. ბაფალო
7. ტამპა ბეი
8. მონრეალი
9. კაროლინა
10. ოტავა
11. ატლანტა

12. ტორონტო
13. რეინჯერსი
14. აილენდერსი
15. ფლორიდა

შეგახსენებთ, რომ თითო კონფერენციიდან პლეი ოფში რვა საუკეთესო გუნდი გადის. შარშანდელთან შედარებით, აღმოსავლეთში მინიმალური ცვლილებებია. The Hockey News-ს მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი პროგრესი "ტამპა ბეის" ექნება, რომელიც პლეი ოფის ზონიდან "ოტავას" გააძევებს.

დასავლეთი
1. ვანკუვერი
2. სან ხოსე
3. დეტროიტი
4. ჩიკაგო
5. ლოს ანჯელესი
6. სენტ ლუისი
7. ფინიქსი
8. კალგარი
9. კოლორადო
10. ნეშვილი
11. ანაჰაიმი
12. დალასი
13. მინესოტა
14. კოლამბუსი
15. ედმონტონი

დასავლეთის პლეი ოფში ორ ახალ გუნდს ვიხილავთ - "სენტ ლუისსა" და "კალგარის". ისინი "კოლორადოსა" და "ნეშვილის" ადგილს დაიკავებენ.



ლეგენდარულმა ფინელმა ფორვარდმა ტეემუ სელიანემ ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალი სეზონი ბოლო იქნება მის აქტიურ სპორტულ კარიერაში.

40 წლის ჰოკეისტმა ცოტა ხნის წინ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ანაჰაიმ დაქსთან" და მომავალ წელს 3.2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, რის შემდეგაც საბოლოოდ წავა დიდი სპორტიდან.

"ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება ჰოკეისტის რანგში", - ადასტურებს ფინელი გოლეადორი, რომელსაც NHL-ში 601 შაიბა აქვს გატანილი.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული