უცნაურად გამოიყურება მიმდინარე სეზონში "ტორონტო", რომელიც ვერაფრით ვერ უგებს "ფლორიდას". კანადელები ცდილობენ დიდად არ დაშორდნენ პლეი ოფის ზონას, მაგრამ 29 თებერვალს რონ უილსონის გუნდმა
სწორედ მერვე ადგილი დაიკავა 29 თებერვალს მოგების შემდეგ "ვაშინგტონმა", რომელმაც ურთულეს მატჩში დაამარცხა "აილენდერსი". "კუნძულელები" თითქმის მთელი მატჩი 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ დედაქალაქელებმა ბრაუერის მონდომებით ორი შაიბა გაქვითეს და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს, სადაც ოვეჩკინმა საფირმო დაფარული დარტყმით გაიტანა. "ვაშინგტონი" დივიზიონის ლიდერ "ფლორიდას" სამი ქულით ჩამორჩება, თუმცა "პანტერებს" ერთი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. რაც შეეხება "ტორონტოს", ასეთი ტემპებით მას "ტამპა ბეი" დაეწევა, რომელმაც "მონრეალი" 2:1 დაამარცხა. სტემკოსისა და ჰოლის შაიბებმა "ლაითნინგს" 63 ქულა მოუტანეს, რაც "ტორონტოს" მონაგარზე ერთი ქულით ნაკლებია. "ტამპას" ახლა ხუთი ქულა აშორებს პლეი ოფის ზონისგან.
დასავლეთში "დეტროიტმა" დაიბრუნა დივიზიონში პირველი ადგილი, რომელიც წინა დღეს "სენტ ლუისმა" დაისაკუთრა. "რედ უინგზი" მესამე პერიოდის სტარტისთვის 1:2-ს აგებდა აუთსაიდერ "კოლამბუსთან", მაგრამ გონს მოეგო და მეტოქეს ოთხი უპასუხო შაიბა შეუგდო. აღვნიშნავთ სლოვენიელი იან მურსაკის პირველ გოლს სეზონში და ვალტერი ფილპულას მე-19 შაიბას. კიდევ ერთი გოლი და ეს ფორვარდი პირად რეკორდს დაამყარებს. გაახარა თავისი გულშემატკივარი "ლოს ანჯელესმა", რომელიც მძიმე ბრძოლას აწარმოებს პლეი ოფის საგზურისთვის. "მეფეებმა" მხოლოდ 15 ზუსტი დარტყმა შეასრულეს და ოთხი გოლი გაუტანეს "მინესოტას", რომელიც სამი მატჩია ქულას ვერ აგროვებს.
აგრძელებს წარმატებით თამაშს "ფინიქსი", რომელმაც თებერვალში მე-11 მატჩი მოიგო. ერთადერთი მარცხი "კოიოტებს" "ვანკუვერთან" ჰქონდათ, როცა "კენაქსმა" ბულიტების სერიაში მოიგო. ამჯერად "ფინიქსი" სწორედ ვინიეს გუნდს მასპინძლობდა და ახლა თავად მოიგო ბულიტების სერიაში, რითაც შეინარჩუნა დივიზიონში ლიდერობა.
0:1 წაგებით დაასრულა ოთხმატჩიანი გასვლითი ტურნე "ფილადელფიამ" - "მფრინავები" "სან ხოსესთან" დამარცხდნენ. ერთადერთი შაიბა რაიან ქლოუმ გაიტანა, ანტი ნიემის კარის აღება კი სტუმრებმა ვერ შეძლეს. "შარქსი" ჯერჯერობით ჩამორჩება "ფინიქსს", სამაგიეროდ, მეშვიდე ადგილზე გადააგდო "ჩიკაგო".
ბოსტონი-ოტავა 0:1
0:1, 0:0, 0:0
გოლი: 0:1 ე. კარლსონი-15 (მ. მიხალეკი-17, სპეცა-43).
ტორონტო-ფლორიდა 3:5
0:2, 1:1, 2:2
გოლები: 0:1 გოკი-6 (ვოლსკი-4), 0:2 სანტორელი-8 (სკილი-5, გუდბრასონი-4), 1:2 კესელი-32 (ფანოფი-26, ლუპული-40), 1:3 სანტორელი-9 (ფლიშმანი-26, ბ. კემპბელი-39), 1:4 გარისონი-14, 2:4 კულემინი-7 (გრაბოვსკი-23, ფანოფი-27), 2:5 ვაისი-16 (ბერგენჰაიმი-5), 3:5 ლუპული-24 (კესელი-35, ფანოფი-28).
ვაშინგტონი-აილენდერსი 3:2
0:1, 0:0, 2:1, 1:0
გოლები: 0:1 ბეილი-7 (ნილსენი-17, ენდრიუ მაკდონალდი-11), 0:2 მოულსონი-27 (სტაიოსი-8, პარენტო-44), 1:2 ბრაუერი-16 (მ. პერო-10, ჩიმერა-15), 2:2 ბრაუერი-17 (ლეიჩი-20, უაიდემანი-29), 3:2 ოვეჩკინი-26.
კაროლინა-ნეშვილი 4:3
0:1, 3:1, 1:1
გოლები: 0:1 კ. სმიტი-12 (ჰალიშჩუკი-10, გ. ბურკი-6), 1:1 მაკბეინი-7 (ე. სტიუარტი-10), 1:2 კ. უილსონი-15, 2:2 ე. სტაალი-19 (სკინერი-17, ი. იოკინენი-24), 3:2 ბრენტი-9 (სკინერი-18, ე. სტაალი-34), 4:2 ბ. ალენი-1 (ე. სტაალი-35), 4:3 გ. ბურკი-4 (ტუტუ-23, ლეგუანდი-26).
კოლამბუსი-დეტროიტი 2:5
1:1, 0:0, 1:4
გოლები: 0:1 ფრანცენი-24 (კინდლი-11, ქლირი-17), 1:1 ნეში-22 (ბრასარი-16, ვიშნიევსკი-18), 2:1 მაკენზი-6, 2:2 კრონვალი-13 (ზეტერბერგი-37, ბერტუცი-18), 2:3 ზეტერბერგი-14 (ფილპულა-31, კრონვალი-13), 2:4 მურსაკი-1 (ემერტონი-4, ჰოლმსტრიომი-11), 2:5 ფილპულა-19 (ფრანცენი-25, კრონვალი-14).
ტამპა ბეი-მონრეალი 2:1
1:1, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 სტემკოსი-44 (პურსელი-30, სან ლუი-37), 1:1 დეშარნე-13, 2:1 ა. ჰოლი-2 (მელოუნი-22, უიმანი-5).
მინესოტა-ლოს ანჯელესი 0:4
0:3, 0:1, 0:0
გოლები: 0:1 ჯასტინ უილიამსი-13 (ვოინოვი-8, დ. ბრაუნი-19), 0:2 კინგი-2 (კოპიტარი-36, ჯასტინ უილიამსი-30), 0:3 კოპიტარი-18 (დ. ბრაუნი-20, მეტ გრინი-7), 0:4 ნოლანი-2 (მარტინესი-3, ფრეზერი-4).
ფინიქსი-ვანკუვერი 1:2 (ბ)
0:1, 0:0, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 ედლერი-8 (სალო-13, დ. სედინი-36), 1:1 რეი უიტნი-19 (იენდლი-28, ა. ოკუანი-6).
ბულიტები გაიტანეს: რეი უიტნი (ფინიქსი), ბოდკერი (ფინიქსი).
სან ხოსე-ფილადელფია 1:0
1:0, 0:0, 0:0
გოლი: 1:0 ქლოუ-11 (ჯ. ტორნტონი-45, ბერნსი-21).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"