ჰოკეის ეროვნული ლიგის მმართველთა საბჭომ ქულათა დარიცხვის წესი შეცვალა. 2010-11 წლების სეზონიდან მოყოლებული, ბულიტებით მოგებისთვის გუნდებს ქულა არ დაემატებათ, თუმცა ასეთი ხერხით მოპოვებული გამარჯვებები სეზონის ბოლოს დაითვლება და ამ მაჩვენებლით ერთნაირი ქულების მქონე გუნდებს შორის საუკეთესოს გაარკვევენ. ეს ინფორმაცია NHL-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამ წესის შეცვლამ გუნდების სტიმულირებას უნდა შეუწყოს ხელი - ისინი დამატებით დროში უფრო შემტევ ჰოკეის ითამაშებენ. გარდა ამისა, მატჩის ბულიტების სერიებამდე მიყვანას ტელევიზია აპროტესტებდა.
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ბულიტების შესრულება 2005 წლიდან დაიწყეს. 2009-10 წლების რეგულარულ ჩემპიონატში ძირითად
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და სტენლის თასის ორგზის მფლობელი, ცნობილი შვედი ჰოკეისტი პეტერ ფორსბერგი, რომელიც ამჟამად კარიერის გაგრძელების ვარიანტებზე ფიქრობს, "კოლორადოში" თავის ყოფილ თანაგუნდელებს შეუერთდება და 1996 წელს მოპოვებული სტენლის თასის 15-წლიან იუბილეს აღნიშნავს.
ცერემონიაში, რომელიც 7 ოქტომბერს დენვერში გაიმართება, მაშინდელი გუნდის 26 ჰოკეისტი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯო საკიკი, პატრიკ რუა, კლოდ ლემიე და სხვები.
რაც შეეხება ტრავმებით დატანჯული შვედის მომავალს, ფორსბერგს ჯერ არ მიუღია NHL-ში დაბრუნების გადაწყვეტილება, თუმცა მოვლენათა ამგვარი განვითარების შანსი ძალიან დაბალია. "არც ისე კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიმყოფები, თუმცა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში დაბრუნების ასი პროცენტით გამორიცხვაც არ შეიძლება", - განაცხადა სააგენტო AP-სთან კომენტარში შვედმა, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო რამდენჯერმე შეწყვიტა კარიერა.
"ანაჰაიმ დაქსმა" ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ფორვარდ ბობი რაიანთან, რომელსაც "იხვების" შემადგენლობაში ჩატარებულ 168 მატჩში 131 ქულა (71 გოლი+60 პასი) აქვს დაგროვილი. გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა TSN-ის მონაცემებით ჰოკეისტი დაახლოებით 25,5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
"ბობისთან კონტრაქტის გაფორმებით ძალიან კმაყოფილები ვართ. ის მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ უკვე დაამტკიცა თავისი ბომბარდირული თვისებები. დარწმუნებული ვარ, რაიანის საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ არის", - განაცხადა "დაქსის" გენერალურმა მენეჯერმა ბობ მიურეიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"