ოლ სტარი ოტავას ანდეს

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გამოაცხადა, რომ 2012 წელს "ყველა ვარსკვლავის მატჩი" ოტავაში გაიმართება. შოუ, რომელიც საჩვენებელი მატჩის გარდა სხვადასხვა კონკურსს მოიცავს, 28-29 იანვარს ჩატარდება. NHL-ის კომისარის გარი ბეტმენის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ კანადის დედაქალაქი კარგად გაართმევს თავს შოუს ორგანიზებას.

"ოტავამ კარგად დაგვამახსოვრა თავი სტენლის თასის ფინალისა და ლიგის ორი დრაფტის დროს. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქი სათანადოდ უმასპინძლებს "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილეებს", - ამბობს ლიგის შეფი.

სავარაუდოდ, "ყველა ვარსკვლავის" უქმეები ოტავას დაახლოებით 30 მილიონ დოლარს მოუტანს ტურიზმისა და სასტუმრო
ბიზნესის ხარჯზე. აქვე შეგახსენებთ, რომ 2011 წელს "ყველა ვარსკვლავის მატჩს" "კაროლინა" უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული