ლიგას ორი ლიდერი ჰყავს

AutoSharing Option
"ტორონტო მეიპლ ლივზმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და კვლავაც ასპროცენტიანი მაჩვენებლით ლიდერობს აღმოსავლეთ კონფერენციას. ამჯერად რონი უილსონის გუნდმა სტუმრად ოვერტაიმში მოუგო ძლიერ "რეინჯერსს". პირველ პერიოდში ნიუიორკელები როჟსივალის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ "ტორონტომ" მეორე პერიოდის ექვსწუთიან მონაკვეთში სამი შაიბა გაუტანა მეტოქეს.

"რეინჯერსმა" მატჩის მსვლელობისას მარიან გაბორიკი დაკარგა, რომელმაც კოლბი არმსტრონგის ძალისმიერი ილეთის შემდეგ დატოვა მოედანი. ასევე ვერ გააგრძელა თამაში კრის დრურიმ - მან ერთ-ერთ პარტნიორთან შეჯახებისას მიიღო ხელის ტრავმა. წამვანი ფორვარდების არყოფნაში "რეინჯერსის" გადარჩენა 25 წლის ფორვარდმა ბრაიან ბოილმა იკისრა. მისმა დუბლმა
შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, მაგრამ იქ რიცხობრივი უპირატესობისას ფილ კესელის შესანიშნავმა დარტყმამ კანადურ კლუბს გამარჯვება მოუტანა.

სეზონში მეორე ჰეთ-თრიკი დაფიქსირდა "ანაჰაიმისა" და "ატლანტას" შეხვედრაში. მისი ავტორი გახდა ენტონი სტიუარტი. მატჩის მსვლელობისას ისე ჩანდა, რომ "იხვები" სეზონში მეორე გამარჯვებას მოიპოვებნენ - მასპინძლები მესამე პერიოდში 4:2-ს იგებდნენ, მაგრამ სტიუარტმა პირველ პერიოდში გატანილ ერთ გოლს დუბლი დაუმატა და შეხვედრა ოვერტაიმში გაგრძელდა. საბოლოოდ, მატჩის ბედი ბულიტების სერიაში გადაწყდა, სადაც უფრო იღბლიანი "ტრეშერზი" აღმოჩნდა.

სხვათა შორის, ხასიათის სიმტკიცე "ატლანტამ" მეორე დღესაც გამოავლინა, როცა უფრო მრისხანე "სან ხოსესთან" 0:2 ჩამორჩენა გააბათილა და 4:2 მოიგო. ენტონი სტიუარტმა ჰეთ-თრიკს კიდევ ერთი გოლი დაუმატა.

პენსილვანიურ დერბიში, როგორც იქნა, ჩვეული თამაში აჩვენა "პიტსბურგმა" და მისმა ლიდერმა სიდნი კროსბიმ. "პინგვინებს" ანგარიში ჰქონდათ გასასწორებელი "ფილადელფიასთვის", რომელმაც რეგულარურის პირველ მატჩში ზეიმი ჩაუმწარა "პიტსბურგს" - ახალი არენის გახსნის დღეს სტუმრად მოუგო თანაშტატელს. რევანში დამაჯერებელი გამოვიდა - 5:1. კროსბის მხარი აუბა მარკ ლეტესტუმ, რომელიც სტაბილურად აგროვებს ქულებს - ხუთ მატჩში ხუთჯერ გამოიჩინა თავი. სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა მეკარე ბრენტ ჯონსონმა, რომელმაც ამჯერადაც წარმატებით შეცვალა მარკ-ანდრე ფლერი.

ზედიზედ სამი მოგების შემდეგ სრული ფიასკო ელოდა ფლორიდაში "ტამპა ბეის". ყოფილმა ლიდერმა "პანტერებისგან" ექვსი უპასუხო შაიბა მიიღო. "ფლორიდამ" შინ პირველ გამარჯვებას მიაღწია და ეს დიდწილად მცველ ბრაიან მაკეიბის დამსახურებაა, რომელმაც ოთხი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა "ბაფალო", რომელმაც დიდი ბრძოლა გაუმართა სტენლის თასის მფლობელ "ჩიკაგოს", მაგრამ ზედიზედ მეხუთე მარცხი იწვნია - 3:4. "სეიბრზი" ძალიან მონდომებული იყო და მასპინძლებზე ორჯერ მეტი დარტყმა შეასრულა, მაგრამ მესამე პერიოდში ბრწყინვალედ მოქმედებდა "ჩიკაგოს" მეკარე მარტი ტურკო. "ბლეკჰოქსმა" კი ბოლო 20-წუთეულში სულ ხუთჯერ დაარტყმა და ორჯერ ზუსტად - მასპინძელს გამარჯვება ბოლანდმა და შარპმა მოუტანეს.

"ტორონტოს" მიბაძა "დალასმა" და ისიც ოთხიდან ოთხი მოგებით სათავეში უდგას დასავლეთ კონფერენციას. სწორედ ეს ორი გუნდია ჯერჯერობით დაუმარცხებელი. თუმცა "ვარსკვლავები" ამჯერად ახლოს იყვნენ მარცხთან. "სენტ ლუისი" 2:0-ს იგებდა, მაგრამ "დალასი" ნილმა და ერიქსონმა გადაარჩინეს, ხოლო ბულიტების სერიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა მაიკ რიბეიროს შაიბა. კარგ ფორმაშია "სტარზის" მეკარე კარი ლეჰტონენი, რომელმაც ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფინელმა გუშინ 41 დარტყმა მოიგერია.

15 ოქტომბერი
კოლამბუსი-ჩიკაგო 2:5
0:2, 1:2, 1:1
გოლები: 0:1 სტალბერგი-1 (სკილი-1, ბოინტონი-2), 0:2 მარიან ჰოსა-4 (კოპეცკი-5, კალიმორი-1), 1:2 უმბერგერი-2 (დორსეტი-1), 1:3 შარპი-2 (დოუელი-1), 1:4 შარპი-3 (ბროუერი-3, ბიკელი-2), 2:4 კოპეცკი-1 (მარიან ჰოსა-4), 2:5 ჰუსელიუსი-3 (უმბერგერი-1, კლესლა-1).

ნიუ ჯერსი-კოლორადო 2:3
0:1, 1:1, 1:1
გოლები: 0:1 მაკლეოდი-1 (გალიარდი-1, დუშენი-4), 0:2 გალიარდი-1 (კ. სტიუარტი-2, პ. შჩასტნი-1), 1:2 ტაორმინა-1 (კოვალჩუკი-3, ელიაში-3), 1:3 კ. სტიუარტი-2 (ლაილსი-6, პ. შჩასტნი-2), 2:3 კოვალჩუკი-2 (ტაორმინა-2, კორენტი-1).

რეინჯერსი-ტორონტო 3:4 (ო)
1:0, 0:3, 2:0, 0:1
გოლები: 1:0 როჟსივალი-1 (შ. ეივერი-3, ფედოტენკო-1), 1:1 მაკარტური-5 (კულემინი-3, შენი-3), 1:2 კომისარეკი-1 (კესელი-2), 1:3 კესელი-3 (ბოჟაკი-2), 2:3 ბოილი-1 (ბოოგარდი-1, ემინგერი-1), 3:3 ბოილი-2 (შ. ეივერი-4, დელ ზოტო-2), 3:4 კესელი-4 (ბოჟაკი-3, ტ. კაბერლე-3).

პიტსბურგი-აილენდერსი 3:2 (ო)
0:0, 2:2, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 რუპი-1 (მარტინი-4, ლეტესტუ-1), 2:0 ტანგრადი-1 (ლეტესტუ-2, ენგელანდი-1), 2:1 ბეილი-2 (კომო-2, უეიტი-4), 2:2 მარტინეკი-1 (კომო-3, მოულსონი-2), 3:2 გოლიგოსკი-3 (მალკინი-2, კროსბი-2).

ბაფალო-მონრეალი 1:2
0:0, 0:2, 1:0
გოლები: 0:1 პიკარი-1 (სუბანი-1), 0:2 გორჯესი-1 (ჰამრლიკი-1, გომესი-1), 1:2 დ. როი-5 (ვანეკი-1, სტეფორდი-3).

ანაჰაიმი-ატლანტა 4:5 (ბ)
1:1, 2:1, 1:2, 0:0
გოლები: 0:1 ე. სტიუარტი-1 (ლედი-2, ლიტლი-1), 1:1 პერი-2 (ვიშნოვსკი-2, გეტცლაფი-4), 2:1 ლიდმანი-1 (სელიანე-2, ბელესკი-1), 2:2 ტორნბურნი-3 (ბიფულინი-1, ენსტრიომი-1), 3:2 სელიანე-2 (ს. კოივუ-1, პერი-1), 4:2 გეტცლაფი-2 (პერი-2, სელიანე-3), 4:3 ე. სტიუარტი-2 (პევერლი-1, ოდუია-2), 4:4 ე. სტიუარტი-3 (ბიფულინი-2, ენსტრიომი-2).
ბულიტები გაიტანეს: დეივსი (ატლანტა).

ლოს ანჯელესი-ვანკუვერი 4:1
1:0, 1:0, 2:1
გოლები: 1:0 სტოლი-2 (ჯ. ჯონსონი-1, დრიუსკი-1), 2:0 ჯასტინ უილიამსი-2 (მუზინი-1, რ. სმიტი-2), 2:1 დ. სედინი-4 (ჰ. სედინი-5, ედლერი-3), 3:1 დ. ბრაუნი-2 (კოპიტარი-3, რ. სმიტი-3), 4:1 დ. ბრაუნი-3 (პონიკაროვსკი-1, ჰანძუში-2).
16 ოქტომბერი

ფლორიდა-ტამპა ბეი 6:0
4:0, 0:0, 2:0
გოლები: 1:0 სტილმანი-1 (მაკეიბი-1, დვორაკი-1), 2:0 ბუტი-1 (მატიასი-1, ოლეში-2), 3:0 რაინპრეხტი-1 (ბერნიე-3, სანტორელი-2), 4:0 ვიდემანი-1 (ვეისი-1, მაკეიბი-2), 5:0 ბუტი-2 (ოლეში-3, მაკეიბი-3), 6:0 ოლეში-2 (მაკეიბი-4, ბუტი-3).

მონრეალი-ოტავა 4:3
1:1, 2:2, 1:0
გოლები: 1:0 ჯონტა-1, 1:1 მ. მიხალეკი-2 (ალფრედსონი-3, სპეცა-2), 2:1 ე. კარლსონი-1 (ალფრედსონი-4, სპეცა-3), 3:1 მ. მიხალეკი-3 (ფილიპსი-1), 3:2 ჰალპერნი-2 (სუბანი-2, მოენი-1), 3:3 ა. კოსტიცინი-2 (პლეკანეცი-3), 4:3 პლეკანეცი-2 (ა. კოსტიცინი-2).

ნიუ ჯერსი-ბოსტონი 1:4
0:0, 1:4, 0:0
გოლები: 1:0 ზუბრუსი-1 (პარიზე-1, ე. გრინი-2), 1:1 კარონი-1 (ბოიჩუკი-1), 1:2 რაიდერი-1 (სეგუინი-1, რეკი-2), 1:3 შ. ტორნტონი-1 (გ. კემპბელი-1, მარშანი-1), 1:4 ლუჩიჩი-2 (კრეისი-4, ჰორტონი-2).

აილენდერსი-კოლორადო 5:2
0:0, 3:0, 2:2
გოლები: 1:0 იურჩინა-1 (ბეილი-4), 2:0 იურჩინა-2, 3:0 ბეილი-3 (პარენტო-2, ვიშნიევსკი-3), 3:1 კ. სტიუარტი-3 (ლილსი-7, პ. შჩასტნი-3), 4:1 გრაბნერი-1 (პარენტო-3), 4:2 გალიარდი-2 (ოლვერი-2), 5:2 ტავარესი-1 (სიმი-1, იურჩინა-1).

ფილადელფია-პიტსბურგი 1:5
1:1, 0:1, 0:3
გოლები: 1:0 ბრიერი-4 (ჰარნელი-1, ჯ. კარტერი-1), 1:1 კუნიტცი-2 (კროსბი-3), 1:2 ლეტესტუ-3 (ლეტანგი-3, მარტინი-5), 1:3 კროსბი-2 (მალკინი-3, კომრი-1), 1:4 კროსბი-3 (ლეტანგი-4, გოლიგოსკი-3), 1:5 კუკი-1 (დუპუი-1).

დალასი-სენტ ლუისი 3:2 (ბ)
1:2, 1:0, 0:0, 0:0
გოლები: 0:1 ბერგლუნდი-2 (ბოიესი-2, პიეტრანჯელო-2), 0:2 ენდი მაკდონალდი-2 (ბეკსი-1, ოში-3), 1:2 ნილი-2 (ლ. ერიქსონი-1, ბ. რიჩარდსი-6), 2:2 ლ. ერიქსონი-4 (ბ. რიჩარდსი-7, ნილი-4).
ბულიტები გაიტანეს: ბ. რიჩარდსი (დალასი), ლ. ერიქსონი (დალასი), ბოიესი (სტ. ლუისი), რიბეირო (დალასი).

მინესოტა-კოლამბუსი 2:3
0:1, 2:1, 0:1
გოლები: 0:1 დორსეტი-1 (რასელი-1, კ. კლარკი-1), 1:1 ბერნსი-2 (ჰავლატი-2, კულენი-3), 1:2 მაკენზი-1 (ბრასარი-1, ვორაჩეკი-1), 2:2 კლატერბეკი-1 (ჰავლატი-3, კულენი-4), 2:3 უმბერგერი-3 (კ. კლარკი-2, მეტოტი-1).

ნეშვილი-ვაშინგტონი 2:3 (ო)
1:0, 1:0, 0:2, 0:1
გოლები: 1:0 დუმონი-1 (კ. უილსონი-2, ფრენსონი-2), 2:0 ტუტუ-1 (ლეგვანდი-2), 2:1 სიომინი-2 (ჯ. კარლსონი-5, ბექსტრიომი-3), 2:2 ფლიშმანი-2 (ლეიჩი-2), 2:3 ლეიჩი-3 (ოვეჩკინი-4, ბექსტრიომი-3).

ჩიკაგო-ბაფალო 4:3
1:2, 1:1, 2:0
გოლები: 1:0 შარპი-4 (პ. კეინი-2), 1:1 სტეფორდი-2 (მონტადორი-2, ვანეკი-2), 1:2 გოსტადი-1 (კალეტა-2), 2:2 მარიან ჰოსა-5 (სიბრუკი-1), 2:3 მაკორმიკი-1 (ჰეხტი-2, ტიმ კონოლი-2), 3:3 ბოლანდი-1 (სიბრუკი-2, კეიტი-2), 4:3 შარპი-5 (კოპეცკი-6, პ. კეინი-3).

ფინიქსი-დეტროიტი 1:2 (ო)
1:0, 0:1, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 ჰანჟალი-1 (ვოლსკი-1, იენდლი-2), 1:1 დაციუკი-3 (ივსი-1, ზეტერბერგი-3), 1:2 კრონვალი-2 (ზეტერბერგი-4, ლიდსტრიომი-4).

კალგარი-ედმონტონი 5:3
1:1, 1:2, 3:0
გოლები: 0:1 ჰესკი-2 (რაიან უიტნი-3, პააიარვი-1), 1:1 ტანგეი-1 (სტაიანი-1, რეგერი-1), 1:2 პენერი-3 (სემ განიე-4), 2:2 ბ. მორისონი-1 (სტაიანი-2, სერიჩი-1), 2:3 პააიარვი-1 (ფრეზერი-1, რ. ჯონსი-1), 3:3 ჰაგმანი-2 (ბ. მორისონი-3, ო. იოკინენი-1), 4:3 იგინლა-1 (ტანგეი-1, ჯორდანო-1), 5:3 ტანგეი-2 (იგინლა-1, სტაიანი-3).

სან ხოსე-ატლანტა 2:4
2:0, 0:2, 0:2
გოლები: 1:0 ჰიტლი-1 (მარლო-2, ჯ. ტორნტონი-1), 2:0 ქლოუ-1 (ტ. მიტჩელი-1, ბოილი-2), 2:1 ლედი-2 (ლიტლი-2), 2:2 ენტონი სტიაურტი-4 (ლედი-3, ლიტლი-3), 2:3 ბიფულინი-1 (ტორნბურნი-1, ენსტრიომი-3), 2:4 ე. კეინი-3 (პევერლი-2, ოდუია-3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული