პირველი ვარსკლავის სტატუსი მიიღო "ნიუ იორკ რეინჯერსის" სლოვაკმა ფორვარდმა მარიან გაბორიკმა. მან "ბოსტონს" გაუტანა სამი გოლი და თავის გუნდს ამ სეზონში პირველი მატჩი მოაგებინა. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთის ერთ-ერთმა ფავორიტმა ახალი რეგულარული ორიდან ორი წაგებით დაიწყო.
თავის მხრივ, ეს გახლდათ "ბოსტონის" პირველი წაგება.
კიდევ ერთი ჰეთ-თრიკის ავტორი - "ფინიქსის" თავდამსხმელი სტივ სალივანი დღის მეორე ვარსკვლავია. მან "კოლამბუსთან" 5:1
გუშინ, ლიგამ მხოლოდ ფორვარდები გამოარჩია. მესამე ვარსკვლავი გახდა "ტორონტოს" წევრი ჯეიმს ვან რიმსდიკი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა "პიტსბურგის" დამარცხებაში - 5:2. ექს-ფილადელფიელის ანგარიშზე სამი ქულაა (2+1).
პიტსბურგი-ტორონტო 2:5
1:0, 1:3, 0:2
გოლები: 1:0 მალკინი-1 (კროსბი-2, ლეტანგი-2), 1:1 მაკარტური-1 (კადრი-1, კულემინი-1), 1:2 ვან რიმსდიკი-1 (კულემინი-2, გრაბოვსკი-1), 2:2 კროსბი-1 (დუპუი-1), 2:3 ვან რიმსდიკი-2, 2:4 გრაბოვსკი-1 (კულემინი-3, ვან რიმსდიკი-1), 2:5 ბოჟაკი-2 (მაკარტური-1, კოსტკა-3).
რეინჯერსი-ბოსტონი 4:3 (ო)
2:0, 1:2, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 გაბორიკი-1 (ნეში-2, ბ. რიჩარდსი-3), 2:0 გაბორიკი-2 (დელ ზოტო-2, მ. სტაალი-1), 2:1 მარჩანდი-2 (ჰემილტონი-1, პევერლი-1), 2:2 ლუჩიჩი-2 (ხარა-1, კრეიჩი-2), 3:2 პიატი-2 (სტეპანი-3), 3:3 ჰორტონი-1 (გ. კემპბელი-2), 4:3 გაბორიკი-3.
ფინიქსი-კოლამბუსი 5:1
0:0, 2:1, 3:0
გოლები: 0:1 ტიუტინი-1 (ბრასარი-2, დორსეტი-2), 1:1 სალივანი-1 (ვერმეტი-1, დოუნი-2), 2:1 ეკმან-ლარსონი-1 (ლომბარდი-2, ბოდკერი-2), 3:1 სალივანი-2 (ბოდკერი-3, ეკმან-ლარსონი-1), 4:1 სალივანი-3 (მორისი-2, ვერმეტი-2), 5:1 ეკმან-ლარსონი-2 (მოსი-1, გორდონი-1).
ვანკუვერი-კალგარი 3:2 (ბ)
0:0, 2:2, 0:0, 0:0
გოლები: 1:0 კასიანი-2, 2:0 რეიმონდი-1 (დ. სედინი-3, ჰამჰუისი-1), 2:1 ტანგეი-2 (გლენკროსი-2), 2:2 ბეკლუნდი-1 (იგინლა-2, კიპრუსოფი-1).
ბულიტები გაიტანეს: ბაროუზი (ვანკუვერი), ტანგეი (კალგარი), კასიანი (ვანკუერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ოთხგზის ჩემპიონი წავიდა