NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ოთხგზის ჩემპიონი წავიდა

AutoSharing Option
NHL-ის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, პირველ ვარსკვლავად აღიარებულია "ნიუ ჯერსი დევილზის" გოლკიპერი მარტინ ბროდო, რომელმაც "ფილადელფიასთან" (3:0) 24 დარტყმა მოიგერია და კარიერაში 120-ე "შათაუტი" შეასრულა.

მეორე ვარსკვლავია კიდევ ერთი მეკარე - "დალასის" კარის დარაჯი კარი ლეჰტონენი. "დეტროიტის" წინააღმდეგ მას 40-ჯერ დაურტყეს შაიბა და ფინელი 39 შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი ერგო "სან ხოსეს" ფორვარდს ლოგან კუტურს, რომელმაც "ედმონტონთან" (6:3) მატჩში 3 ქულა (1+2) დააგროვა.

* * *
"დეტროიტ რედ უინგზის" შემადგენლობაში სტენლის თასის ოთხგზის მფლობელმა ტომას ჰოლმსტრიომმა კარიერის დასრულების შესახებ
ოფიციალური განცხადება გააკეთა.

2011-12 წლების სეზონის შემდეგ ჰოლმსტრიომს კონტრაქტი დაუმთავრდა "დეტროიტთან", მაგრამ კლუბმა გადაწყვიტა, აღარ გაეგრძელებინა შეთანხმება თავდამსხმელთან. შვედს რამდენიმე კლუბისგან ჰქონდა მიწვევა, მაგრამ 2013 წლის დასაწყისში მან სპორტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

შვედმა ფორვარდმა, რომელსაც 23 იანვარს 40 წელი შეუსრულდა, მთელი კარიერა "დეტროიტში" გაატარა. "რედ უინგზის" რიგებში სადებიუტო მატჩი 1996 წელს ჩაატარა. 15 სეზონის განმავლობაში ტომასმა 1026 მატჩი ჩაატარა რეგულარულ სეზონში და 180 მატჩი - სტენლის თასზე. მის ანგარიშზეა 627 ქულა (289+338) "გოლი+პასის" სისტემით.

"დეტროიტთან" ერთად ჰოლმსტრიომს ოთხჯერ აქვს მოგებული სტენლის თასი - 1997, 1998, 2002 და 2008 წლებში.

შვედეთის ნაკრების შემადგენლობაში ჰოლმსტრიომმა 2006 წელს ტურინში ოლიმპიური თამაშები მოიგო. მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო 2002 წელს სოლტ-ლეიკ-სიტის ოლიმპიადაზე, მაგრამ მაშინ შვედეთი მეოთხედფინალს ვერ გასცდა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მაისში ჰოკეიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა "დეტროიტში" ჰოლმსტრიომის მრავალი წლის პარტნიორმა და თანამემამულემ ნიკლას ლიდსტრიომმა.

დეტროიტი-დალასი 1:2
0:1, 0:0, 1:1
გოლები: 0:1 რაიდერი-1 (იკინი-1, მოროუ-1), 0:2 რაიდერი-2 (რეი უიტნი-2, იკინი-2), 1:2 ბრუნერი-1 (დაციუკი-2, ზეტერბერგი-2).

მინესოტა-ნეშვილი 1:3
1:1, 0:0, 0:2
გოლები: 1:0 ჰიტლი-3 (პარიზე-3, სტოუნერი-1), 1:1 სპალინგი-1 (კლაინი-1, იიპი-1), 1:2 ერატი-2, 1:3 ლეგუანდი-1 (სპალინგი-1).

ჩიკაგო-სტ. ლუისი 3:2
1:0: 1:0, 1:2
გოლები: 1:0 კეინი-2 (შარპი-2, ლედი-3), 2:0 სიბრუკი-1 (კიტი-1, ტეივზი-2), 3:0 სტალბერგი-2 (ბიკელი-2, ოდუია-2), 3:1 მაკდონალდი-2 (სტინი-3, შატენკირკი-5), 3:2 ოში-2 (პერონი-1, პიეტრანჯელო-3).

კოლორადო-ლოს ანჯელესი 3:1
0:1, 0:0, 3:0
გოლები: 0:1 კლიფორდი-1 (ნოლანი-1, მარტინესი-1), 1:1 ლანდესკოგი-1 (ჰეიდა-1, დუშენი-1), 2:1 დ. ჯონსი-1 (შჩასტნი-1), 3:1 პარენტო-1 (ე. ჯონსონი-1, რ. უილსონი-1).

კაროლინა-ტამპა ბეი 1:4
0:2, 1:0, 0:2
გოლები: 0:1 პიატი-1 (ლეკავალიე-2, მ. კარლი-2), 0:2 კონაჩერი-2 (ლეკავალიე-3, პურსელი-4), 1:2 სკინერი-1 (ჯ. სტაალი-1, სიომინი-1), 1:3 ოლი-1 (მიკელსონი-1), 1:4 მელოუნი-1 (სტემკოსი-4, სალო-1).

ვაშინგტონი-ვინიპეგი 2:4
1:2, 0:2, 1:0
გოლები: 1:0 ჰენდრიქსი-1 (ბექსტრიომი-1, ოვეჩკინი-1), 1:1 ე. კეინი-1 (ველერი-1, ბაფლინი-1), 1:2 ლედი-1 (ანტროპოვი-1, ენსტრიომი-2), 1:3 ველერი-1 (ე. კეინი-1, ენსტრიომი-3), 1:4 სლეიტერი-1 (ბაფლინი-2, ენსტრიომი-4), 2:4 ბროუერი-1 (რიბეირო-2, ბექსტრიომი-2).

ნიუ ჯერსი-ფილადელფია 3:0
2:0, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 ზეიჯაკი-2 (სალვადორი-1, ზუბრუსი-1), 2:0 კლარკსონი-2 (კოვალჩუკი-2, ჟიდლიცკი-1), 3:0 კოვალჩუკი-1 (ბულიტი).

ედმონტონი-სან ხოსე 3:6
1:6, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 ბოილი-2 (პაველსკი-3, ჯ. ტორნტონი-3), 0:2 კუტური-1 (მარლო-1, პაველსკი-4), 1:2 იაკუროვი-1 (სემ განიე-2, ჰემსკი-1), 1:3 მარლო-3 (ჯ. ტორნტონი-4, ბ. სტიუარტი-1), 1:4 მარლო-4 (ჯ. ტორნტონი-5, კუტური-3), 1:5 კუტური-2 (ჰავლატი-1, გალიარდი-1), 1:6 ვლასიჩი- 1 (უინგელსი-1, გალიარდი-2), 2:5 შულტცი-1 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-1, ებერლე-1), 6:3 ტ. ჰოლი-1 (ებერლე-2, შმიდი-1).

მონრეალი-ფლორიდა 4:1
2:0, 2:1, 0:0
გოლები: 1:0 პლეკანეცი-1 (ჯონტა-1, დიასი-2), 2:0 მარკოვი-1 (პასიორეტი-1, დეშარნე-1), 2:1 კოპეცკი-1 (ფლიშმანი-2, ბ. კემპბელი-1), 3:1 მარკოვი-2 (დიასი-3, პასიორეტი-2), 4:1 გალჩენიუკი-1 (პრუსტი-1, გალაჰერი-1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სეზონი რეკორდით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული