NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ჰეთ-თრიკების ტური

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ჰეთ-თრიკების დღე იყო - ორმა მოთამაშემ მოახერხა ერთ მატჩში სამი შაიბის გატანა და ისინი დღის საუკეთესო სამ ვარსკვლავს შორის მოხვდნენ.

პირველი ვარსკლავის სტატუსი მიიღო "ნიუ იორკ რეინჯერსის" სლოვაკმა ფორვარდმა მარიან გაბორიკმა. მან "ბოსტონს" გაუტანა სამი გოლი და თავის გუნდს ამ სეზონში პირველი მატჩი მოაგებინა. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთის ერთ-ერთმა ფავორიტმა ახალი რეგულარული ორიდან ორი წაგებით დაიწყო.

თავის მხრივ, ეს გახლდათ "ბოსტონის" პირველი წაგება.

კიდევ ერთი ჰეთ-თრიკის ავტორი - "ფინიქსის" თავდამსხმელი სტივ სალივანი დღის მეორე ვარსკვლავია. მან "კოლამბუსთან" 5:1
მოგებულ მატჩში გამოიჩინა თავი.

გუშინ, ლიგამ მხოლოდ ფორვარდები გამოარჩია. მესამე ვარსკვლავი გახდა "ტორონტოს" წევრი ჯეიმს ვან რიმსდიკი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა "პიტსბურგის" დამარცხებაში - 5:2. ექს-ფილადელფიელის ანგარიშზე სამი ქულაა (2+1).

პიტსბურგი-ტორონტო 2:5
1:0, 1:3, 0:2
გოლები: 1:0 მალკინი-1 (კროსბი-2, ლეტანგი-2), 1:1 მაკარტური-1 (კადრი-1, კულემინი-1), 1:2 ვან რიმსდიკი-1 (კულემინი-2, გრაბოვსკი-1), 2:2 კროსბი-1 (დუპუი-1), 2:3 ვან რიმსდიკი-2, 2:4 გრაბოვსკი-1 (კულემინი-3, ვან რიმსდიკი-1), 2:5 ბოჟაკი-2 (მაკარტური-1, კოსტკა-3).

რეინჯერსი-ბოსტონი 4:3 (ო)
2:0, 1:2, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 გაბორიკი-1 (ნეში-2, ბ. რიჩარდსი-3), 2:0 გაბორიკი-2 (დელ ზოტო-2, მ. სტაალი-1), 2:1 მარჩანდი-2 (ჰემილტონი-1, პევერლი-1), 2:2 ლუჩიჩი-2 (ხარა-1, კრეიჩი-2), 3:2 პიატი-2 (სტეპანი-3), 3:3 ჰორტონი-1 (გ. კემპბელი-2), 4:3 გაბორიკი-3.

ფინიქსი-კოლამბუსი 5:1
0:0, 2:1, 3:0
გოლები: 0:1 ტიუტინი-1 (ბრასარი-2, დორსეტი-2), 1:1 სალივანი-1 (ვერმეტი-1, დოუნი-2), 2:1 ეკმან-ლარსონი-1 (ლომბარდი-2, ბოდკერი-2), 3:1 სალივანი-2 (ბოდკერი-3, ეკმან-ლარსონი-1), 4:1 სალივანი-3 (მორისი-2, ვერმეტი-2), 5:1 ეკმან-ლარსონი-2 (მოსი-1, გორდონი-1).

ვანკუვერი-კალგარი 3:2 (ბ)
0:0, 2:2, 0:0, 0:0
გოლები: 1:0 კასიანი-2, 2:0 რეიმონდი-1 (დ. სედინი-3, ჰამჰუისი-1), 2:1 ტანგეი-2 (გლენკროსი-2), 2:2 ბეკლუნდი-1 (იგინლა-2, კიპრუსოფი-1).
ბულიტები გაიტანეს: ბაროუზი (ვანკუვერი), ტანგეი (კალგარი), კასიანი (ვანკუერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ოთხგზის ჩემპიონი წავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული