კანადელთა დღე

AutoSharing Option

გუშინდელი დღე ჰოკეის ეროვნულ ლიგაში კანადური იყო - ექვს მატჩში ამ ქვეყნის ხუთი კლუბი იღებდა მონაწილეობას და ოთხმა გამარჯვებას მიაღწია.

"კოლორადო" სეზონში პირველად თამაშობდა სტუმრად თანადივიზიონელის წინააღმდეგ - "ზვავები" "ვანკუვერს" ეწვივნენ. მატჩის წინ გუნდებს რვა-რვა ქულა ჰქონდათ და მცირედით ჩამორჩებოდნენ ჩრდილო-დასავლეთის ლიდერ "კალგარის". ბოლო დროს "ვანკუვერს" დაცვაში უჭირს, რადგან ტრავმირებულები არიან წამყვანი მცველები სალო და ჰამჰუისი. სამაგიეროდ, შეტევაში ამ გუნდის მწვრთნელმა კარგი სამეული იპოვნა - ძმებ სედინებს ახალბედა ჯეფ ტამბელინი უწევს პარტნიორობას და ამ სვლამ აშკარად გაამართლა.
სამივე პერიოდი ერთნაირი

ანგარიშით - 1:1 დასრულდა. "კოლორადო" ორჯერ იყო წინ, მაგრამ მასპინძლებმა ორივეჯერ გაათანაბრეს ანგარიში, მესამე პერიოდში კი თავად დაწინაურდნენ და ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. "კოლორადომ" ბოლო 20-წუთეულში მეტოქეზე ათით მეტი დარტყმა შეასრულა და ამ მონდომებამ შედეგი მოიტანა - ძირითადი დროის ბოლო წუთზე სტუმრებმა მეტოქის ზონაში ჩაგდება მოიგეს, რის შემდეგაც ჰეიდუკმა თავისუფალი დუშენი მონახა და მან შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.
დამატებით დროში ყველაფერი ძალიან მალე გადაწყდა. თავის ზონაში "კოლორადომ" ისევ მოიგო ჩაგდება, მაგრამ ამ გუნდის ახალგაზრდა ნორვეგიელმა მცველმა იონას ჰოლოსმა ყოვლად გაუგებარ სიტუაციაში თავით კარში გაუშვა შაიბა. საბოლოოდ გოლი მეისონ რეიმონდს ჩაუწერეს.

ამ მოგების მიუხედავად, "ვანკუვერი" მაინც ვერ გახდა დივიზიონის ლიდერი, რადგან თავისი მატჩი მოიგო "კალგარიმაც". "ფლეიმზს" დაძაბული ბრძოლის გადატანა მოუხდა აუთსაიდერ "ედმონტონთან", არადა, მატჩის მსვლელობისას თითქოს გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია - 4:1. "ოილერზმა" მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ფისქოლოგიური უპირატესობა ბულიტების სერიაში ვერ გამოიყენა და ამჯერადაც დამარცხებულმა დატოვა ყინული.

არასტაბილურ თამაშს აგრძელებს "ფილადელფია", რომელიც ბრწყინვალე მოგებებს დასანან დამარცხებებს უნაცვლებს. თუმცა "მფრინავებს" საკუთარ მოედანზე ყველაფერი წესრიგში აქვთ და გუშინ ისინი იოლად გაუსწორდნენ "ბაფალოს" - 6:3. მასპინძელთა რიგებში ექვსი შაიბა სხვადასხვა მოთამაშეებმა გაიტანეს, მათ შორის სეზონში მეორედ გამოიჩინა თავი სათადარიგო ანდრეას ნოდლმა. ორი ქულის წყალობით "ფილადელფია" პლეი ოფის ზონაში დაბრუნდა, "ბაფალო" კი აღმოსავლეთის ორ აუთსაიდერ - "ოტავასა" და "ნიუ ჯერსის" მეზობლად იმყოფება.

პლეი ოფის ზონას მიუახლოვდა "ანაჰაიმი", რომელმაც ჩემპიონატის სტარტი ჩააგდო. ახლა "იხვები" თანდათან ზემოთ მიიწევენ და ამ პროგრესს ხელი შეუწყო "დალასის" იოლად ძლევამ. კალიფორნიელთა რიგებში სამმა ჰოკეისტმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი - რაიანმა (ორი შაიბა), გეტცლაფმა (ორი პასი) და სელიანემ (გოლი და პასი). "დალასმა" კი რეგულარულის სტარტზე ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ თანდათან დაკარგა ტემპი.

ფილადელფია-ბაფალო 6:3
1:1, 3:0, 2:2
გოლები: 0:1 ვანეკი-4 (მონტადორი-5, დ. როუ-5), 1:1 ბრიერი-6 (კარტერი-2, პრონგერი-2), 2:1 ჟერდიოვი-2 (ჰარტნელი-3, ქობურნი-2), 3:1 პოუ-2 (ჟირუ-3, კარტერი-3), 4:1 ჟირუ-4, 5:1 კარტერი-3 (მ. რიჩარდსი-6, ბრიერი-2), 5:2 მიერსი-3 (დ. როუ-6, ვანეკი-3), 5:3 მონტადორი-1 (ტტიმ კონოლი-3, გრირი-3), 6:3 ნოდლი-1 (ბეტსი-2).
ტორონტო-ფლორიდა 3:1
1:0, 0:1, 2:0
გოლები: 1:0 ბოჟაკი-1 (კულემინი-5, ფანოფი-4), 1:1 ვიდემანი-2 (მაკეიბი-6, უეისი-2), 2:1 ორი-2 (ბრენტი-1, სიოსტრიომი-1), 3:1 კესელი-7.
ოტავა-ფინიქსი 5:2
3:0, 0:1, 2:1
გოლები: 1:0 ე. კარლსონი-2 (ფიშერი-2, ალფრედსონი-5), 2:0 კოვალიოვი-1 (რეგინი-2, ფოლინო-3), 3:0 კელი-2 (ნილი-3), 3:1 ლეპისტო-1 (რეი უიტნი-2, ბელანჟე-4), 3:2 იენდლი-1 (პიატი-2, სტემპნიაკი-2), 4:2 კოვალიოვი-2 (რეგინი-3, კამპოლი-1), 5:2 ალფრედსონი-5 (კოვალიოვი-2, გონჩარი-5).
კალგარი-ედმონტონი 5:4 (ბ)
2:1, 2:1, 0:2, 0:0
გოლები: 1:0 ბ. მორისონი-2 (ჯორდანო-2, ბურკი-2), 1:1 ფოსტერი-1 (პააიარვი-2, რაიან უიტნი-7), 2:1 ბოუმისტერი-1 (ტანგეი-4, უაიტი-3), 3:1 გრენკროსი-2 (ბეკლუნდი-2), 4:1 ბ. მორისონი-3, 4:2 ებერლე-3 (პეკმანი-2), 4:3 პააიარვი-2 (კოლიანო-1, რაიან უიტნი-8), 4:4 გილბერტი-2 (პენერი-1, ჰემსკი-2).
ბულიტები გაიტანეს: ტანგეი (კალგარი).
დალასი-ანაჰაიმი 2:5
1:0, 0:3, 1:2
გოლები: 1:0 ლ. ერიქსონი-5 (რიბეირო-8, ბ. რიჩარდსი-9), 1:1 რაიანი-3 (ვიშნოვსკი-6, ლიდმანი-1), 1:2 რაიანი-4 (ვიშნოვსკი-7, გეტცლაფი-9), 1:3 პაროსი-1, 2:3 სატერბი-1 (სეგალი-1, პეტერსენი-1), 2:4 სელიანე-5 (პერი-, გეტცლაფი-10), 2:5 პერი-4 (სელიანე-5, ლიდმანი-2).
ვანკუვერი-კოლორადო 4:3 (ო)
1:1, 1:1, 1:1, 1:0
გოლები: 0:1 ჯონსი-3 (ჰეიდუკი-4, ჰენანი-1), 1:1 ტამბელინი-2 (დ. სედინი-5, ჰ სედინი-11), 1:2 ვინიკი-3 (რ. ო'რაილი-2, ლაილსი-11), 2:2 კესლერი-3 (ერჰოფი-3, ედლერი-6), 3:2 შაფერი-1 (ერჰოფი-4), 3:3 დუშენი-2 (ჰეიდუკი-5, კ. სტიუარტი-6), 4:3 რეიმონდი-3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული