"ვაშინგტონმა" ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩი მოიგო. ფორმაში შევიდა "კეპიტალზის" ლიდერი ალექს ოვეჩკინი, რომელმაც თამაშის სტარტზე ორი ქულა აიღო და თავისიანები 2:0 დააწინაურა, მაგრამ პირველივე პერიოდში "რეინჯერსმა" შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ამის შემდეგ, მეკარეები – ბრეიდენ ჰოლტბი დ ჰენრიკ ლუნდკვისტი ბრწყინვალედ თამაშობდნენ და 45 წუთის განმავლობაში გოლი აღარ გაუშვიათ. ასე რომ, თამაში ბულიტების სერიაში გადავიდა, სადაც უფრო წარმატებული ჰოლტბი აღმოჩნდა, რომელმაც
პენსილვანიური დერბის ოთხმატჩიან სერიაში მესამე გამარჯვებას მიაღწია "პიტსბურგმა". უგოლო პირველი პერიოდის შემდეგ, "ფილადელფიამ" კლოდ ჟირუს გოლით შეძლო დაწინაურება და სასურველი ანგარიში მესამე პერიოდის შუამდე შეინარჩუნა. აქ კი "ფლაიერზი" დაღუპა უხეშობამ, რადგან "პიტსბურგმა" ორკაციანი უპირატესობა მიიღო, რომელიც სიდნი კროსბიმ გამოიყენა. დამატებით ხუთ წუთში კი ორი ქულა "პინგვინებს" ტაილერ კენედის ძლიერმა დარტყმამ მოუტანა. რაც მთავარია, ამ გოლმა 12 მატჩამდე აიყვანა "პიტსბურგის" მოგებათა სერია და ეს გუნდი უკვე ხუთი ქულით დაშორდა მეორე ადგილზე მყოფ "მონრეალს".
"ტამპა ბეი" ვერ გამოაცოცხლა მთავარი მწვრთნელის გი ბუშეს გაშვებამ და "ლაითნინგმა" 2:3 წააგო "ვინიპეგთან". "ჯეტსი" მთლიანად აკონტროლებდა შეხვედრას და ანგარიშის მიხედვით თამაშობდა: როცა სჭირდებოდა, მაშინ უმატებდა აქტიურობას. ასეთი პრაქტიკული ტაქტიკის დახმარებით, "რაკეტებმა" ორი ქულა აიღეს და გაიმყარეს ლიდერობა სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში. "ტამპას" რიგებში კარიერაში 892-ე ქულა მიითვალა მარტინ სან ლუიმ და ის გაუთანაბრდა ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-100 ადგილზე მყოფ პეტერ ბონდრას.
დასავლეთის მატჩებიდან აღსანიშნავია "ანაჰაიმისა" და "დეტროიტის" შეხვედრა. ეს გუნდები ბოლო სამი დღის განმავლობაში მეორედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ანაჰაიმში და მეორედ გამარჯვება "რედ უინგზმა" მოიპოვა. ამჯერად, დეტროიტელებმა ორი შაიბა იკმარეს მოგებისთვის – პირველ პერიოდში თავი გამოიჩინეს დანიელ ქლირიმ და დრიუ მილერმა. ამის შემდეგ "რედ უინგზის" რიგებში ბრწყინავდა მეკარე ჯიმი ჰოვარდი, რომელმაც ჯამში 33 დარტყმა მოიგერია და მხოლოდ ერთ შეტევას ვერ გაუმკლავდა – მეორე პერიოდში რაიან გეტცლაფმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო. თუმცა ამ ორი წაგების მიუხედავად, "ანაჰაიმი" მაინც ახლოს არის რეგულარულის ლიდერ "ჩიკაგოსთან" – სხვაობა მათ შორის მხოლოდ სამი ქულაა.
ამ მატჩში იუბილარი იყო შვედი ჰენრიკ ზეტერბერგი – "დეტროიტის" ფორვარდმა კარიერაში მე-700 შეხვედრა ჩაატარა.
პიტსბურგი-ფილადელფია 2:1 (ო)
0:0, 0:1, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 ჟირუ-10 (მეზაროში-2, ვორაჩეკი-19), 1:1 კროსბი-14 (პ. მარტინი-14, ბენეტი-7), 2:1 ტაილერ კენედი-5 (ნისკანენი-5, დუპუი-9).
რეინჯერსი-ვაშინგტონი 2:3 (ბ)
2:2, 0:0, 0:0, 0:0
გოლები: 0:1 ბექსტრიომი-5 (ოვეჩკინი-15, ჯ. კარლსონი-11), 0:2 ოვეჩკინი-16 (ოლეკსი-5, ბექსტრიომი-24), 1:2 ეშემი-2 (ნიუბერი-1), 2:2 სტეპანი-9 (ბ. რიჩარდსი-12, გაბორიკი-10).
ბულიტები გაიტანეს: ოვეჩკინი (ვაშინგტონი), სტეპანი (რეინჯერსი), ბექსტრიომი (ვაშინგტონი).
ანაჰაიმი-დეტროიტი 1:2
0:2, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 ქლირი-7 (კინდლი-7, სმიტი-3), 0:2 დ. მილერი-4 (ი. უაიტი-2, ემერტონი-3), 1:2 გეტცლაფი-12 (ს. კოივუ-15, პერი-16).
აილენდერსი-ფლორიდა 3:0
1:0, 0:0, 2:0
გოლები: 1:0 ენდრიუ მაკდონალდი-2 (ნილსენი-14, ოკსოპო-10), 2:0 ტავარესი-19 (ბოიესი-19, მოულსონი-22), 3:0 ჩიზიკასი-5 (მ. მარტინი-3).
კალგარი-სტ. ლუისი 3:2
1:0, 1:1, 1:1
გოლები: 1:0 ჩერვენკა-4 (ვიდემანი-12, ბროდი-7), 2:0 ჩერვენკა-5 (ჰუდლერი-14, ბეკლუნდი-4), 2:1 ოში-7, 2:2 სობოტკა-8 (ენდი მაკდონალდი-10, ოში-13), 3:2 იგინლა-9 (ტანგეი-15).
კოლორადო-ვანკუვერი 2:3
1:1, 0:2, 1:0
გოლები: 0:1 გარისონი-5 (ჰ. სედინი-21), 1:1 მაკგინი-5 (პარენტო-17, რ. ო'რაილი-7), 1:2 რეიმონდი-9 (შრიოდერი-6, ტანევი-5), 1:3 ბაროუზი-8 (ებეტი-3, ბალარდი-2), 2:3 პარენტო-14 (რ. ო'რაილი-8, დუშენი-20).
ვინიპეგი-ტამპა ბეი 3:2
1:0, 2:1, 0:1
გოლები: 1:0 ლიტლი-5 (ველერი-13), 2:0 ბაფლინი-6 (ველერი-14, ლიტლი-15), 2:1 სტემკოსი-22 (სან ლუი-33, სალო-12), 3:1 ენსტრიომი-3 (ლედი-18, ლიტლი-16), 3:2 კონაჩერი-9 (ბრიუერი-6).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ტამპა" უმწვრთნელოდ დარჩა