მსოფლიოს ჩემპიონატებზე სენსაციები ყოველთვის ხდება და შვეიცარიის მოგება შვედეთზე სწორედ ასეთ "პროგნოზირებად" მოულოდნელობად მონათლეს. შვედებს ბევრი არაფერი დაუკარგავთ და ისინი კვლავაც სტენლის თასიდან "ვანკუვერის" გავარდნასა და ძმები სედინებისგან დახმარებას ელიან.
ამის შემდეგ შვეიცარიელებმა, ურთულეს ბრძოლაში, ბულიტების სერია მოუგეს კანადას, რომელსაც სკანდინავიაში ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს ჩაყვანილი. ამ მატჩის შედეგს უკვე თამამად უწოდეს სენსაცია.
შვეიცარიის შემდეგი მსხვერპლი
ამჟამად შვეიცარიელებით ყველანი მოხიბლულები არიან. სპეციალისტები აღნიშნავენ თამაშის კარგ ორგანიზაციას, მწვრთნელის კარგ მუშაობასა და მეკარეთა შესანიშნავ დუეტს. "ბაფალო სეიბრზისა" და ავსტრიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ტომაშ ვანეკი მოუწოდებს ყველას, ყურადღება მიაქციონ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ნაკრებს, არამედ იმას, თუ როგორ ვითარდება ჰოკეი შვეიცარიაში.
"ჰოკეის განვითარება ქვემოდან უნდა დაიწყოს: საჭიროა საკუთარი ჰოკეისტების აღზრდა, ახალი მოედნების აშენება, ძლიერი მწვრთნელებისა და სპეციალისტების მოწვევა. იუნიორთა გუნდებიდან უნდა იწყებოდეს მუშაობა. აიღეთ მაგალითი შვეიცარიისგან. შეხედეთ, როგორ შეიცვალნენ ისინი ბოლო 12 წლის განმავლობაში. მათ უკვე სამი ფავორიტი დაამარცხეს. შეიძლება ეს ვიღაცისთვის მოულოდნელობა იყო, მაგრამ ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვიცით: ეს ძალიან სერიოზული გუნდია", - განაცხადა ვანეკმა.
მართლაც, ერთი გამონაკლისის გარდა, შვეიცარიის ნაკრები ქვეყნის ლიგაში მოთამაშე ჰოკეისტებით არის დაკომპლექტებული. ერთადერთი გამონაკლისი კი "ნეშვილის" მცველი იოზი გახლავთ.
A ჯგუფი
შვეიცარია-ჩეხეთი 5:2
1:0, 1:2, 3:0
გოლები: 1:0 ამბული-1 (გარდნერი-1, იოზი-1), 2:0 ნიდერაიტერი-3 (მოზერი-1, პლუსი-2), 2:1 ჰუდლერი-2 (ტლუსტი-2, ვორაჩეკი-2), 2:2 ჰუდლერი-3 (ირგლი-1), 3:2 მოზერი-1 (პლუსი-3), 4:2 ბოდენმანი-1 (ჰოლენშტაინი-1, კუნტი-1), 5:2 სური-2 (უოლკერი-3, ვოკლერი-1).
შვედეთი-ბელორუსი 2:1
0:1, 1:0, 1:0
0:1 კოლცოვი-1 (გოროშკო-1), 1:1 ლინდბერგი-1 (ს. კრონვალი-1, პეტერსონი-1), 2:1 პეტერსონი-1 (ლუნდკვისტი-2).
თ მ ო-მ ო-წ წ შ ქ
1. შვეიცარია 3 2 1 0 0 11-6 8
2. ნორვეგია 2 2 0 0 0 6-3 6
3. შვედეთი 3 2 0 0 1 6-5 6
4. კანადა 2 1 0 1 0 5-4 4
5. ჩეხეთი 3 1 0 0 2 5-7 3
6. ბელორუსი 3 1 0 0 2 5-7 3
7. სლოვენია 2 0 0 0 2 4-7 0
8. დანია 2 0 0 0 2 3-6 0
B ჯგუფი
გერმანია-სლოვაკეთი 2:3
1:0, 0:1, 1:2
გოლები: 1:0 ვოლფი-1 (გოკი-1, გოგულა-2), 1:1 ბლიჟნაკი-1 (სერსენი-1), 2:1 კინკი-1 (ტრიპი-1, კოლი-1), 2:2 ზაბორსკი-2 (მიხალიკი-1, კუკუმბერგი-3), 2:3 ზაბორსკი-3 (მიკლიკი-1, კუკუმბერგი-4).
ფინეთი-საფრანგეთი 3:1
0:0, 2:0, 1:1
გოლები: 1:0 პესონენი-2 (აალტონენი-2, კონტიოლა-3), 2:0 აალტონენი-2 (კონტიოლა-4, ჰიეტანენი-2), 2:1 ბელემარი-1 (ს. ტრეი-2, ფლერი-1), 3:1 ვიიტალუომა-1 (ვაანანენი-1, პილსტრიომი-1).
თ მ ო-მ ო-წ წ შ ქ
1. ფინეთი 3 2 1 0 0 9-4 8
1. რუსეთი 2 2 0 0 0 10-1 6
2. აშშ 2 2 0 0 0 9-4 6
4. სლოვაკეთი 3 2 0 0 1 9-6 6
5. საფრანგეთი 3 1 0 0 2 6-10 3
6. გერმანია 3 0 0 1 2 6-11 1
7. ავსტრია 2 0 0 0 2 4-8 0
8. ლატვია 2 0 0 0 2 1-10 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"