მასპინძლებმა თავიდანვე სცადეს მეტოქეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და ბევრი მომენტიც შექმნეს, მაგრამ "რედ უინგზმა" გაძლო და დიდი ბრძოლა გაუმართა ფავორიტს. ასეთ მატჩებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას. ნიკუისტმა ორწუთიანი ჯარიმა მიიღო და "ჩიკაგომ" გაითამაშა ზედმეტი მოთამაშე: ტეივზმა კარგი პასით მარიან ჰოსა მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა - 1:0.
"დეტროიტმა" მალე გაათანაბრა. დამიენ ბრუნერმა სამჯერ დაარტყა კორი
მეორე პერიოდმა უგოლოდ ჩაიარა, მესამეში კი გუნდებმა დისციპლინას მიაქციეს ყურადღება და გაძევება არ დაფიქსირებულა. სამაგიეროდ, მასპინძლებმა სამი გოლით გაახარეს საკუთარი გულშემატკივარი.
პერიოდის შუაში ჯონი ოდუიამ ისე ძლიერად დაარტყა, რომ კინაღამ გახია ჰოვარდის კარის ბადე. სანამ "დეტროიტი" გონს მოდიოდა, მასპინძლებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი - კარის წინ არეულობით ისარგებლა კრუგერმა და ახლო კუთხეში გაიტანა.
ორი გოლისთვის "ჩიკაგოს" სამი წუთი დასჭირდა. თამაში გაკეთებული იყო. მესამე პერიოდის ბოლოს სტუმრებმა მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალეს და მეოთხე გოლი გაუშვეს. თავი გამოიჩინა შარპმა, რომელმაც გაიმყარა ლიდერობა კლუბის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში.
ჩიკაგო-დეტროიტი 4:1
1:1, 0:0, 3:0
გოლები: 1:0 მარიან ჰოსა-4 (ტეივზი-3, შარპი-2), 1:1 ბრუნერი-3 (ნიკუისტი-2, ჯ. ერიქსონი-2), 2:1 ოდუია-2 (შარპი-3, კეინი-6), 3:1 კრუგერი-2 (კარჩილო-1, ლედი-2), 4:1 შარპი-6 (ჰიალმარსონი-2).
სერია: 1-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: ფავორიტმაც მოიგო და ჩემპიონმაც