როგორც "ნიუ ჯერსის" მთავარმა მენეჯერმა ლუ ლამორელომ განაცხადა, კოვალჩუკთან კონსულტაციები რუსეთში დაბრუნების თაობაზე, თითქმის მთელი გასული სეზონის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი NHL-ის ლოკაუტის დროს, როცა ნახევარი სეზონი რუსეთში გავატარე. მართალია, "დევილზში" დავბრუნდი, მაგრამ ლამორელომ იცოდა ჩემი სურვილის შესახებ - ოჯახთან ერთად შინ დაბრუნება მინდოდა. ჩემთვის ყველაზე რთული იყო "ნიუ ჯერსისთან" გამოთხოვება. ეს არის შესანიშნავი გუნდი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ", - წერია კოვალჩუკის განცხადებაში.
30 წლის კოვალჩუკმა NHL-ში 11 სეზონი გაატარა და 816 მატჩში 816 ქულა დააგროვა. 2010 წელს, მან 100 მილიონ დოლარად შეფასებული 15-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "ნიუ ჯერსისთან". ახლა, ეს ხელშეკრულება გაუქმებულია.
მომდევნო 11 წლის განმავლობაში, კოვალჩუკს შეეძლო 77 მილიონი დოლარი მიეღო, - აღნიშნავს სააგენტო AP. ახლა, კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტისთვის, რუსმა 2025 წლამდე, ყოველწლიურად "ნიუ ჯერსის" 250 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, კოვალჩუკი კარიერას სანკტ-პეტერბურგის სკა-ში გააგრძელებს, რომლის რიგებშიც ლოკაუტის დროს თამაშობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ახალი ლეგენდები NHL-ის დიდების დარბაზში