NHL-ის მოთამაშეებს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება ექნებათ

AutoSharing Option
არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, უკვე ამ კვირას შეიძლება ხელი მოეწეროს ოფიციალურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც NHL-ის მოთამაშეებს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება ექნებათ.

მაგრამ, თუ უახლოეს დღებში თანხმობა არ იქნება მიცემული, ეს დიდად არავის გააკვირვებს, რადგან ყველა მიეჩვია გერი ბეტმენის მოლაპარაკებების სტილს. უფრო მეტიც, ოფიციალური უფლების მოლოდინში, ჩრდილოამერიკელები ფიქრობენ გეგმა "B"-ზე - როგორ მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ სოჭთან დაკავშირებით შეთანხმება მაინც არ შედგება.

"თუ NHL-ის მოთამაშეები არ გაემგზავრებიან სოჭში, ეს იქნება საშინელი სცენარი კანადის ნაკრებისთვის, - წერს Sports Illustrated-ის მიმომხილველი ალან მიური.

-
ისინი გაუთავებლად აწარმოებენ მოლაპარაკებებს, არადა, უკვე ივლისის შუა რიცხვებია, ანუ ის პერიოდი, როცა მომავალი რეგულარული ჩემპიონატის კალენდარი გამოქვეყნებული უნდა იყოს. თუმცა არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. არავინ იცის, წავლენ თუ არა საუკეთესო ჰოკეისტები სოჭში. ლიგას სურს თავიდან აიცილოს მცირე ამბოხი ევროპელი ჰოკეისტების მხრიდან, რომლებიც, შეიძლება გაიქცნენ NHL-დან სეზონის მსვლელობის დროს იმისთვის, რათა თავიანთ ნაკრებებში ითამაშონ. და თითქოს პრინციპული შეთანხმება უკვე არსებობს, მაგრამ გარკვეული მომენტებიც არის, რამაც შეიძლება ხაზი გადაუსვას მთელს მოლაპარაკებით პროცესს. მაგალითად, გრანდიოზული დაზღვევა NHL-ის მოთამაშეებისთვის ან ოლიმპიური სოფელში უსაფრთხოება, რადგან ძალიან ახლოსაა ჩეჩნეთი.

თუ NHL-სგან თანხმობა არ იქნება, ზოგიერთი ქვეყანა ამით ნაკლებად დაზარლდება. მაგალითად, რუსეთს შეეძლება ძლიერი ნაკრების გამოყვანა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება კჰლ-ის მოთამაშეებით, მათ შორის, კოვალჩუკითა და რადულოვით.

რაც შეეხებათ აშშ-სა და კანადას, ეს გუნდები იძულებულნი იქნებიან შემადგენლობა დააკომპლექტონ ევროპაში მოთამაშე ჰოკეისტებით. მოკლედ, უნდა ვილოცოთ იმისთვის, რათა NHL-ის ვარსკვლავები სოჭში გაემგზავრონ".


უნდა დავამატოთ, რომ თავად NHL-ც მოემზადა ოლიმპიადასთან დაკავშირებული რამდენიმე სცენარისთვის. ასე მაგალითად, ახალი სეზონის კალენდარი უნდა გამოქვეყნდეს ამ კვირას, მაგრამ გაწელილი მოლაპარაკებების გამო, შეიძლება მხოლოდ ოქტომბრიდან დეკემბრამდე განრიგი გახდეს ცნობილი. რა იქნება ოლიმპიადისწინა იანვარში და ოლიმპიურ თებერვალში, ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სოჭის ოლიმპიადის ორიგინალური მედლები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული