NHL-ს "სიეტლი" შეუერთდება?

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისარი გერი ბეტმენი ცდილობს დაარწმუნოს NHL-ის მმართველი საბჭოს წევრები იმაში, რომ აუცილებელია ლიგაში ქალაქ სიეტლის კლუბის გამოჩენა. წესით, ახალი გუნდი NHL-ს 2014-15 წლების სეზონიდან უნდა შეუერთდეს. შესატანი თანხა 275 მილიონ დოლარს უდრის.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ შესაძლებელის იყო "ფინიქსის" სიეტლში გადაბარგება, მაგრამ შემდეგ, ამ გუნდმა პრობლემები მოაგვარა.

აღსანიშნავია, რომ "სიეტლში" ახალი სპორტული არენის მშენებლობა არ დაწყებულა, მაგრამ ქალაქში არსებობს 1962 წელს აშენებული Key Arena, რომელიც 15 177 მაყურებელს იტევს.

შეგახსენებთ, რომ "დეტროიტისა" და "კოლამბუსის" აღმოსავლეთ კონფერენციაში გადასროლის შემდეგ,
დასავლეთში 14 კლუბი დარჩა და ამ ვაკანსიის "სიეტლით" შევსებას აპირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დისკვალიფიკაცია ოლიმპიადამდე

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული