
ფიოდოროვმა განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება უკავშირდება ცსკა-ში არსებულ საკადრო სირთულეებს. ამ მომენტისთვის, არმიულ კლუბში შვიდი ჰოკეისტი ვერ თამაშობს ტრავმის გამო.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა აქტიური კარიერა 2012 წლის მაისში დაასრულა. მაშინ ის მაგნიტოგორსკის "მეტალურგში" თამაშობდა. მან კარიერის დიდი ნაწილი NHL-ში გაატარა, სადაც "დეტროიტის", "ანაჰაიმის", "კოლამბუსისა" და "ვაშინგტონის" ღირსებას იცავდა. "დეტროიტთან" ერთად მან სამჯერ მოიგო
სსრკ-ის ნაკრებთან ერთად ფიოდოროვმა 1989 და 1990 წლებში მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, 2008 წელს კი იგივე რუსეთთან ერთად გააკეთა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"