წინა რეკორდი ეკუთვნოდა "ფინიქსის" მეკარე მაიკ სმიტს. 2012 წლის 2 აპრილს "კოლამბუსის" წინააღმდეგ მან 54 დარტყმა მოიგერია და თავის გუნდს 2:0 მოაგებინა.
რეგულარული ჩემპიონატის ერთ მატჩში მოგერიებული დარტყმების რეკორდი კი სემ ლოპრესტის ეკუთვნის, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში "ჩიკაგო ბლეკჰოქსში" თამაშობდა. 19
ბენ სკრივენსი "ედმონტონში" 2014 წლის იანვრიდან გამოდის. "სან ხოსესთან" მატჩი მეოთხე იყო მისთვის "ოილერზის" ფორმით. ადრე სკრივენსი "ლოს ანჯელესსა" და "ტორონტოში" თამაშობდა.
* * *
"ფინიქს კოიოტზი" მომავალი სეზონიდან ოფიციალურად შეიცვლის სახელს და "არიზონა კოიოტზს" დაირქმევს.
"სახელის გადარქმევას აქვს აზრი, რადგან ახლა გლენდეილში ვთამაშობთ და ეს ქალაქი ჩვენი დიდი პარტნიორია, - განაცხადა "კოიოტების" ერთ-ერთმა თანამფლობელმა ენტონი ლებლანმა. - ჩვენ აგრეთვე გვინდა, რომ "კოიოტზი" ითვლებოდეს არა გლენდეილის ან ფინიქსის, არამედ მთლიანად არიზონას შტატის გუნდად".
კლუბი "ფინიქს კოიოტზი" 1996 წელს ჩამოყალიბდა "ვინიპეგ ჯეტსის" ბაზაზე. 2003 წლამდე ეს გუნდი ფინიქსში თამაშობდა, შემდეგ კი მისი ახალი სახლი გახდა "Jobing.com-არენა", რომელიც გლენდეილში მდებარეობს.
აილენდერსი-რეინჯერსი 1:2
0:0, 1:1, 0:1
გოლები: 1:0 ნელსონი-10 (დონოვანი-6, კლატერბეკი-4), 1:1 პულიო-9 (ბრასარი-21, ცუკარელო-23), 1:2 კარჩილო-3 (მური-7, ბ. ბოილი-9).
ედმონტონი-სან ხოსე 3:0
1:0, 0:0, 2:0
გოლები: 1:0 ჯ. შულცი-7 (ნ. შულცი-4, ტ. ჰოლი-34), 2:0 ტ. ჰოლი-19 (ებერლე-26, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-26), 3:0 ებერლე-19 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-27, ტ. ჰოლი-35).
ვანკუვერი-ჩიკაგო 2:5
1:0, 1:4: 0:1
გოლები: 1:0 ჰიგინსი-15 (კესლერი-16, ედლერი-9), 2:0 სესტიტო-5 (სტენტონი-12, კასიანი-6), 2:1 მარიან ჰოსა-24 (ვერსტიგი-17, საადი-22), 2:2 საადი-16 (ბრუკბანკი-3, ჰანძუში-7), 2:3 ტეივზი-18 (სიბრუკი-28, შარპი-27), 2:4 შარპი-27 (ტეივზი-34, კიტი-45), 2:5 საადი-17 (მარიან ჰოსა-23).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"