უძრავი ქონება
99.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული
1. სომხეთთან 33:0 არ წაგვიგია. წავაგეთ 22:1 და ისიც ამერიკიდან, კერძოდ ლოს-ანჟელესიდან ჩამოყვანილ "სომხებთან". ეს ამბავი მალევე გამოაშკარავდა და დღემდე სომხეთის ნაკრები დისკვალიფიცირებულია;
2.რატომ ვაგებთ ჰონგ-კონგთან და კორეასთან. პასუხი მარტივია - ისინი ინტენსიურად ვარჯიშობენ, ჩვენ ვერ. ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ერთიანად შეკრება და ვარჯიშ/თამაში მოახერხა 2012 წლის ოქტომბერში.
3. აბა მაშინ რატომ წავედით მსოფლიოზე, თუ ვიცით რომ საქართველს "შევარცხვენდით" - 2013 წლის სექტემბერში, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები დაუშვეს მსოფლიო ჩემპიონატზე, ბატონი სპორტის მინისტრი შეგვპირდა, მათ შორის ტელევიზიის მეშვეობითაც, რომ ყველანაირად შეუწყობდა ხელს სპორტის ამ სახეობის განვითარებას. ამ დაპირების შემდეგ: 1. აღარც თბილისის იმ მცირე ზომის ყინულზე შეგვიშვეს, რომელსაც ავად თუ კარგად გარემონტებამდე პერიოდში ვიყენებდით, 2. სამინისტრომ არც ერთი თეთრი არ გამოყო ნაკრების მომზადებისა თუ აღჭურვა/მგზავრობისთვის (აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია 2004 წლიდან არსებობს და დღემდე არც ერთი თეთრი არ მიუღია ბიუჯეტიდან)
შესაბამისად, ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ ნაკრები წელს წარმატებას ვერ მიაღწევდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე უარის თქმა დაკავშირებულია, როგორც ფინანსურ სანქციებთან, ასევე გარკვეულ დისკვალიფიკაციასთან და სხვა საჯარიმო სანქციებთან.
4. საერთოდ რა გვინდა - გვინდა ამ მართლაც რომ ვაჟკაცური და ქართველების სიფიცხისთვის დამახასიათებელი სახეობის პოპულარიზაცია საქართველოში და ეტაპობრიივი განვითარება. როგორ ვაკეთებთ ამას? - ამ ეტაპზე ძალიან რთულად, იმის გამო რო თბილისში ყინული არ გვაქვს, ხოლო ბათუმში სადაც უაზროდ ააშენეს თავის დროზე ყინულის მოედანი, ადამიანი რესურსი არ არსებობს. ამიტომ, ეხლა ვცდილობთ, რომ არ დავკარგოთ არსებული თაობა, დაველოდოთ ყინულს თბილისში და რაღაც ეტაპიდან გავაგრძელოთ. ეხლა, ჩვენ რომ უარი ვთქვათ მსოფლიოზე მონაწილეობისგან, მაშინ არსებული თაობა და მომავალი თაობების მოტივაცია დაიკარგება და როდესაც ყინული იქნება, აღარ იქნება ხალხი და ძალიან უკნიდან დავიწყებთ. განსაკუთრებული მადლობა ქუთაისის ყინულის მოედანს და მის დირექტორს, გივი ფანჩულიძეს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოში ჰოკეის დიდი პოტენციალი არსებობს - 2013 წლის სექტემბერში გავხსენით ჯგუფები და დღეს 200 ბავშვი თამაშობს 6-დან 14 წლამდე. ადგილი არ არის მეტი, თორემ ორი ამდენი რიგში დგას კიდევ.
კიდევ ბერვი რამ შემიძლია დავწერო ჰოკეიზე და ზოგადად, საქართველოში როგორ უდგებიან სპორტს და განსაკუთრებით მის მასიურობას, მაგრამ ამას დიდი დრო უნდა და ეხლა მეზარება :)