გარდა ამისა, იაგრმა გაუსწრო ლეგენდარულ უეინ გრეტცკის ჩატარებული მატჩების (1488) რაოდენობით. ეს მე-17 შედეგია ლიგის ისტორიაში.
კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "კალგარი ფლეიმზის" მცველი მარკ ჯორდანო დაასახელა. მან ორი გოლი გაიტანა,
კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "ოტავა სენატორზის" მეკარე კრეიგ ანდერსონი. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, საშუალოდ 0.65 გოლს უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 98.1 პროცენტს იგერიებდა.
მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "სენტ ლუის ბრუზის" ფორვარდმა ვლადიმირ ტარასენკომ. მან ოთხ მატჩში სამი გოლითა და სამი შედეგიანი პასით გამოიჩინა თავი.
კაროლინა-კალგარი 4:1
1:1, 2:0, 1:0
გოლები: 0:1 დ. ჯონსი-2 (გლენკროსი-6, ჯორდანო-14), 1:1 ბოიჩაკი-3 (ფოლკი-7, სეკერა-6), 2:1 ფოლკი-2 (რაილი ნეში-7), 3:1 სკინერი-3 (სიომინი-5, ფოლკი-8), 4:1 გლისონი-1 (სკინერი-3).
ბოსტონი-ნიუ ჯერსი 4:2
2:1, 2:1, 0:0
გოლები: 0:1 ზეიჯაკი-2 (კამალერი-3, ე. გრინი-5), 1:1 სოდერბერგი-5 (რ. სმიტი-6, პ. ბერჟერონი-8), 2:1 პ. ბერჟერონი-3, 2:2 იაგრი-3 (ზეიჯაკი-4, კამალერი-4), 3:2 გრიფიტი-4, 4:2 რ. სმიტი-4 (პ. ბერჟერონი-9).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"