NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ვანკუვერ კენაქსის" ფორვარდი იანიკ ჰანსენი დაასახელა. ის ლიგის ლიდერი იყო ხუთი გატანილი შაიბით, თან ამ შედეგს შვიდი დარტყმით მიაღწია. დანიელმა "ჩიკაგოსთან" შეხვედრაში კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. 21 მატჩში რვა გოლით ჰანსენი "ვანკუვერის" მეორე გოლეადორია.

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "დეტროიტ რედ უინგზის" ფორვარდი ტომაშ ტატარი. მან 5 ქულა (4+1) დააგროვა, თან ოთხი გოლიდან ორი გამარჯვებისა იყო. "დეტროიტმა" გასულ კვირას სამ მატჩში სწორედ ორჯერ მოიგო.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "დალას სტარზის" ფორვარდმა ჯეიმი ბენმა. ის
გასული კვირის საუკეთესო ბომბარდირი იყო 6 ქულით (3+3), მისმა კლუბმა კი სამიდან ორი მატჩი მოიგო.

ბოსტონი-პიტსბურგი 2:3 (ო)
0:1, 2:1, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 კროსბი-9 (კ. ადამსი-1, ლეტანგი-11), 1:1 ლუჩიჩი-4 (ლუი ერიქსონი-9, სოდერბერგი-10), 2:1 მოროუ-1 (დ. ჰემილტონი-8, საიმონ განიე-1), 2:2 მალკინი-9 (ლეტანგი-12, კროსბი-19), 2:3 მალკინი-10 (კროსბი-20, ლეტანგი-13).

აილენდერსი-ფილადელფია 1:0 (ბ)
0:0, 0:0, 0:0, 0:0, 1:0
ბულიტები გაიტანეს: ნილსენი (აილენდერსი), ტავარესი (აილენდერსი).

დეტროიტი-ოტავა 4:3
1:1, 3:0, 0:2
გოლები: 0:1 ტარისი-4 (ე. კარლსონი-10, რაიანი-8), 1:1 ნიკუისტი-10 (ზეტერბერგი- 14, კრონვალი-10), 2:1 შიჰენი-4 (ტატარი-4, ჰოვარდი-1), 3:1 ვაისი-1 (ქუინსი-2, დეკეისერი-8), 4:1 ვაისი-2 (ჰელმი-6, იურკო-5), 4:2 ე. კარლსონი-6 (ტარისი-10, კოუენი-4), 4:3 კ. ნილი-3 (ჰოფმანი-2, ზ. სმიტი-1).

ფლორიდა-მინესოტა 1:4
0:2, 1:1, 0:1
გოლები: 0:1 ცუკერი-7 (მ. კოივუ-4), 0:2 ნიდერაიტერი-10, 1:2 შ. ტორნტონი-1 (კულიკოვი-6), 1:3 ცუკერი-8 (მ. კოივუ-5), 1:4 პარიზე-8 (პომინვილი-9, რ. სუტერი-10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული