წინასწარ დასახელდნენ "ოლ სტარის" გუნდების კაპიტნები - ნიკ ფოლინო ("კოლამბუსი") და ჯონათან ტეივზი ("ჩიკაგო"), რომლებმაც ერთგვარი დრაფტი ჩაატარეს: მონაცვლეობით ირჩევდნენ მოთამაშეებს და ასე დააკომპლექტეს თავიანთი გუნდები.
პირველი მეოთხედი და მეორე მეოთხედის საწყისი ოთხი წუთი თანაბარი გამოვიდა. ანგარიში იყო 6:6, როცა მეორე 20-წუთეულის მეოთხე წუთიდან მოყოლებული, დაახლოებით ხუთი წუთის ინტერვალში ტეივზის გუნდმა ოთხი უპასუხო შაიბა გაიტანა და
60 წუთში მაყურებელმა 29 შაიბა იხილა. "ოლ სტარის" 60-წლიან ისტორიაში ეს ყველაზე შედეგიანი მატჩი იყო. წინა რეკორდი 2001 წელს დამყარდა, როცა ჩრდილოეთ ამერიკის ნაკრებმა 14:12 მოუგო მსოფლიოს ნაკრებს.
გუშინდელ მატჩში იყო ინდივიდუალური მიღწევებიც. მაგალითად, "აილენდერსის" ფორვარდმა ჯონ ტავარესმა ოთხი გოლი გაიტანა და გაიმეორა უეინ გრეტცკის, მარიო ლემიეს, ვენსან დამფუსის, მაიკ გარტნერისა და დენი ჰიტლის შედეგი.
გარდა ამისა, "ფილადელფიას" ფორვარდმა და მიმდინარე რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირმა იაკუბ ვორაჩეკმა სამი გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი მიითვალა, რითაც მარიო ლემიეს რეკორდი გაიმეორა.
მიუხედავად ამ ორი ჰოკეისტის შედეგიანი თამაშისა, მატჩის საუკეთესო ჰოკეისტად მასპინძელი რაიან იოჰანსენი დასახელდა. მან ორი გოლითა და ორი შედეგიანი პასით დაასრულა მატჩი.
ტეივზის გუნდი-ფოლინოს გუნდი 17:12
4:4, 7:4, 6:4
გოლები: 0:1 ვრბატა-1 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-1), 1:1 გეტცლაფი-1 (ტარასენკო-1, ფოლკი-1), 2:1 ვორაჩეკი-1 (ტეივზი-1, ეკბლადი-1), 2:2 რ. იოჰანსენი-1 (ფოლინო-1, შატენკირკი-1), 3:2 პ. ბერჟერონი-1 (სეგუინი-1, ელიაში-1), 3:3 შატენკირკი-1 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-2, ვრბატა-1), 3:4 რ. იოჰანსენი-2 (ოვეჩკინი-1, ბაფლინი-1), 4:4 ტავარესი-1 (პ. ბერჟერონი-1, ეკბლადი-2), 5:4 რ. სატერი-1 (ტარასენკო-2, სეგუინი-2), 5:5 ჟირუ-1 (პ. კეინი-1), 6:5 სეგუინი-1 (გეტცლაფი-1, ტარასენკო-3), 6:6 სტემკოსი-1 (კიტი-1), 7:6 ნეში-1 (ტეივზი-2, ვორაჩეკი-1), ფორსბერგი-1 (გოდრო-1, ელიაში-2), 9:6 ტავარესი-2 (პ. ბერჟერონი-2, ფოლკი-2), 10:6 ვორაჩეკი-2 (ტეივზი-3, ეკბლადი-3), 10:7 ფოლინო-1 (რ. იოჰანსენი-1, ოვეჩკინი-2), სტემკოსი-2 (რაიანი-1), 11:8 ტავარესი-3 (პ. ბერჟერონი-3), 12:8 ნეში-2 (ჯორდანო-1, ვორაჩეკი-2), 12:9 პ. კეინი-1 (ჟირუ-1, დაუტი-1), 13:9 ტავარესი-4 (პ. ბერჟერონი-4, სიბრუკი-1), 14:9 ვორაჩეკი-3 (ტეივზი-4, ეკბლადი-4), 14:10 რაიანი-1 (სტემკოსი-1, ეკმან-ლარსონი-1), 15:10 სეგუინი-2 (ტარასენკო-4, შ. უებერი-1), 15:11 პ. კეინი-2 (ბერნსი-1, ჟირუ-2), 16:11 ტეივზი-1 (რ. სატერი-1), 17:11 ფორსბერგი-2 (გოდრო-2, ვორაჩეკი-3), 17:12 ბერნსი-1 (ოვეჩკინი-3, რ. იოჰანსენი-2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"