აქ თითო გუნდი ოთხი მოთხილამურით არის დაკომპლექტებული - ორი მამაკაცი და ორი ქალი. შეჯიბრება პლეი ოფის სისტემით იმართება. თითო შეხვედრის მოსაგებად სამი დაშვების მოგებაა საჭირო. მეტოქეები პარალელურად ეშვებიან სლალომის მოკლე ტრასაზე და გამარჯვებული ის არის, ვინც უფრო ადრე მივა ფინიშთან.
მსოფლიოს წინა ჩემპიონატზე გუნდური პირველობა ავსტრიის ნაკრებმა მოიგო და ბივერ კრიკში ამ გუნდმა შეინარჩუნა ტიტული. ავსტრიელთა რიგებში ბრწყინავდნენ მარსელ ჰირშერი,
კანადელების გამოსვლა მთავარი სენსაცია აღმოჩნდა. ფინალამდე მათი გუნდი რეიტინგში მეათე იყო. მიუხედავად ამისა, პირველ რაუნდში მოუგეს გერმანიას, მეოთხედფინალში იტალიას და ნახევარფინალში - შვედეთს. ასე რომ, კანადა ვერცხლით კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო. ფინალი მან 1:3 წააგო ავსტრიასთან.
ბრინჯაოს მედალი შვედეთის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის მატჩში შვეიცარია დაამარცხა 3:1.
დავუბრუნდეთ ავსტრიელთა ტრიუმფს. როგორც გითხარით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური პირველობა მეხუთედ გათამაშდა და ავსტრიამ მეოთხედ მოიგო ოქრო. ერთადერთი მარცხი 2011 წელზე მოდის, რომ პირველობა საფრანგეთმა მოიპოვა. ამ ოთხი ტრიუმფიდან ოთხივეჯერ ირიცხებოდა ავსტრიელთა რიგებში მარსელ ჰირშერი და სამჯერ - მიხაელა კირხგასერი. ჰირშერისთვის ეს იყო მეორე ოქრო ამ ჩემპიონატზე - ორი დღით ადრე მან სუპერკომბინაციაში გაიმარჯვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"