მსოფლიოს ჩემპიონატი: დამცირებული დერჟავა

AutoSharing Option
კანადის ნაკრებმა რვაწლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, როცა ულამაზეს სტილში დაამარცხა შარშანდელი ჩემპიონი რუსეთის ნაკრები.

კანადელთა ტრიუმფზე ფინალში ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო - ანგარიშიც (6:1) და დარტყმების შეფარდებაც (37-12) კარგად მეტყველებს ყველაფერზე. ეს სტატისტიკა მართლაც იწვევს გაკვირვებას, რადგან ორ-სამ ჰოკეისტს თუ არ ჩავთვლით, რუსებს, პრაქტიკულად, ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდათ ჩეხეთში ჩაყვანილი, რასაც ვერ ვიტყვით კანადაზე, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ გუნდს ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა გამოყვანილი პლანეტის პირველობაზე.

და შედეგიც სახეზეა - ჩემპიონმა ტურნირზე ათიდან ათი
მატჩი მოიგო, შაიბების შეფარდებით - 66:15. მართლაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია. კანადა ამ ოქროს 2007 წლიდან ელოდა და 25-ედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

განსაკუთრებული იყო ეს ტურნირი კანადური ჰოკეის უპირველესი ვარსკვლავისთვის, სიდნი კროსბისთვის. მას აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებული არ ჰქონდა და ახლა ე. წ. სამმაგი ოქროს კლუბის 26-ე წევრი გახდა. ამ კლუბში გაერთიანებულნი არიან ის მოთამაშეები, რომლებსაც კარიერაში მოგებული აქვთ სტენლის თასი, ოლიმპიური თამაშები და მსოფლიოს ჩემპიონატი. კროსბი "პიტსბურგთან" ერთად სტენლის თასს 2009 წელს დაეუფლა, 2010 და 2014 წლებში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ახლა მსოფლიო პირველობის ოქრო დაუმატა.

კროსბიმ ათიდან ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ოთხი გოლი და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა. 11 ქულით ის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა. სიდნის მხოლოდ ავსტრიის წინააღმდეგ მატჩში არ უთამაშია, რომელიც კანადამ 10:1 მოიგო.

* * *
ტურნირის შემდეგ ტრადიციული პრიზების მფლობელები გამოავლინეს. საუკეთესო მოთამაშის პრიზი (MVP) ჩეხეთის ნაკრების უბერებელმა ფორვარდმა იარომირ იაგრმა დაიმსახურა. 43 წლის ლეგენდამ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9 ქულა (6+3) დააგროვა. მესამე ადგილისთვის მატჩის შემდეგ იაგრმა ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ფინალის დასრულების შემდეგ ტურნირის დირექტორატმა ამპლუების მიხედვით საუკეთესოები დაასახელა:

მეკარე - პეკა რიკე (ფინეთი)
მცველი - ბრენტ ბერნსი (კანადა)
ფორვარდი - ჯეისონ სპეცა (კანადა)
რინემ მსოფლიოს ჩემპიონატების ახალი რეკორდი დაამყარა "მშრალი" სერიის ხანგრძლივობით, ხოლო ჯეისონ სპეცა 10 მატჩში 14 ქულით (6+8) პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ჟურნალისტებმა კი ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს:
მეკარე - კონორ ელებაიკი (აშშ)
მცველები - ოლივერ ეკმან-ლარსონი (შვედეთი), ბრენტ ბერნსი (კანადა)
ფორვარდები - იარომირ იაგრი (ჩეხეთი), ჯეისონ სპეცა (კანადა), ტეილორ ჰოლი (კანადა).

ბომბარდირები
ჯეისონ სპეცა (კან) 14 (6+8)
ჯორდან ებერლე (კან) 13 (5+8)
ტეილორ ჰოლი (კან) 12 (7+5)
სერგეი მოზიაკინი (რუს) 12 (6+6)
მეტ დუშენი (კან) 12 (4+8)
ო. ეკმან-ლარსონი (შვედ) 12 (2+10)

სნაიპერები
ტაილერ სეგუინი (კან) 9
ფილიპ ფორსბერგი (შვედ) 8
ტეილორ ჰოლი (კან) 7
იარომირ იაგრი (ჩეხ) 6
სერგეი მოზიაკინი (რუს) 6
ბროკ ნელსონი (აშშ) 6
ჯეისონ სპეცა (კან) 6

ასისტენტები
ო. ეკმან-ლარსონი (შვედ) 10
ბრენტ ბერნსი (კან) 9
რაიან ო'რაილი (კან) 9
მატის ოლიმბი (ნორ) 8
იუსი იოკინენი (ფინ) 8
მეტ დუშენი (კან) 8
ჯორდან ებერლე (კან) 8
ჯეიკ მაზინი (კან) 8
ჯეისონ სპეცა (კან) 8

რუსეთმა თავი მოიჭრა
რუსეთის ნაკრებმა მხოლოდ ფინალში თამაშით არ შეირცხვინა თავი. კანადასთან მატჩის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიის დროს რუსები არ დაელოდნენ გამარჯვებული გუნდის საპატივცემულოდ კანადის ჰიმნის აჟღერებას და გასახდელისკენ გაემართნენ.

ამ სამარცხვინო ეპიზოდს გამოეხმაურა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რენე ფაზელი, რომელმაც რუსები მეტოქის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

"როცა ეს საკუთარი თვალით დავინახე, უდიდესი იმედგაცრუება ვიგრძენი. სასჯელი აუცილებლად იქნება", - განაცხადა ფაზელმა.

მისი თქმით, ჰოკეისტების მოედნიდან გასვლა უნდა აღეკვეთათ რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ოლეგ ზნაროკსა და გენერალურ მენეჯერს, ანდრეი საფრონოვს.

რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ განაცხადა, რომ სასჯელს მართებულად ჩათვლის, თუ შესაბამისი სანქცია მართლაც არის გათვალისწინებული ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტით.

სამომავლო წილისყრები
მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა ჯგუფების შემადგენლობა პლანეტის 2016 წლის პირველობაზე და 2018 წლის ოლიმპიადაზე.

გაისად მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში გაიმართება. წილისყრის შედეგად ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი - კანადა, ფინეთი, აშშ, სლოვაკეთი, ბელორუსი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი;

B ჯგუფი: რუსეთი, შვედეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, ლატვია, ნორვეგია, დანია, ყაზახეთი.

რაც შეეხება 2018 წლის ოლიმპიადას, რომელიც სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში ჩატარდება, 12 გუნდი სამ ქვეჯგუფში ასე განაწილდა:

A ჯგუფი: კანადა, ჩეხეთი, შვეიცარია, ს. კორეა;

B ჯგუფი: რუსეთი, აშშ, სლოვაკეთი, კვალიფიკაცია-3;

C ჯგუფი: შვედეთი, ფინეთი, კვალიფიკაცია-1, კვალიფიკაცია-2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
kaci არა, მაგრამ მაგარი ქოცი რომ ხარ ფაქტია. სად ხარ ჩარჩენილი თუ იცი "კაცო".
gela
09:45 20-05-2015
0
საერთოდ რატომ გაინტერესებთ რუსეთმა რა როგორ მოიქცნენ ჰოკეიში? ისინი ასე თუ
ისე ძლიერები არიან ამ სპორტში.
საერთოდ კითხვა მინდა დავსვა, რომელი სჯობია რუსეთის ნაკრების ასე მოქცევა თუ ნაძირალა ქართველების (ფეხბურთში) ეგრეთწოდებული ჩაწყობილი თამაშები ტოტალიზატორზე?
დავით67
05:35 20-05-2015
0

სიახლეები პოპულარული