ფოტო-NEWS: არასწორი გრეტცკი

AutoSharing Option
ლონდონში სტუმრად იმყოფება ყველა დროის საუკეთესო ჰოკეისტი, ლეგენდარული კანადელი უეინ გრეტცკი, რომელიც ინგლისის ლიგის თასის მატჩს დაესწრო და "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობისგან საჩუქრად მიიღო სათამაშო მაისურა 99-ე ნომრით, თუმცა მასზე ჰოკეისტის გვარი არასწორად იყო დაწერილი (Gretsky Gretzky-ის ნაცვლად).

"ბოდიშს ვუხდით უეინ გრეტცკის ამ შეცდომის გამო. უკვე გავუგზავნეთ მას ახალი მაისურა", - წერია "ტოტენჰემის" ოფიციალურ "ტვიტერზე".

"არ ინერვიულოთ, ასეთი რამ მუდმივად ხდება", - უპასუხა კანადელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული