ჩატარების თარიღი: 1-13 სექტემბერი, 1981
გუნდი: 6
ჩემპიონი: სსრკ
ფინალისტი: კანადა
მატჩი: 18
გოლი: 128 (საშუალოდ 7.11)
მაყურებელი: 158 594 (საშუალოდ 8 811)
ბომბარდირი: უეინ გრეტცკი, კანადა (12 ქულა)
MVP: ვლადისლავ ტრეტიაკი (სსრკ)
შოკი კანადაში
1976 წლის კანადის თასმა დიდი ინტერესით ჩაიარა და გადაწყვიტეს, ტურნირი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გამართულიყო. მორიგი კანადის თასი 1980 წლის სექტემბრისთვის დაიგეგმა, მაგრამ საქმეში დიდი პოლიტიკა ჩაერია. საბჭოთა კავშირი ავღანეთში შეიჭრა და დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის კანადამ, ბოიკოტი გამოუცხადა მოსკოვის ოლიმპიადას. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ნაწილობრივ შეიცვალა ფორმატი: პირველი ეტაპი ისევ ერთწრიანი ტურნირი იყო, სამაგიეროდ, დაემატა ნახევარფინალები, ხოლო ფინალური სერია გაუქმდა და გამარჯვებული ერთმა მატჩმა გამოავლინა.
* * *
კანადის ნაკრებს ისევ სკოტი ბოუმენი ხელმძღვანელობდა, რომელიც, იმ დროისთვის, უკვე ლეგენდა იყო - "მონრეალთან" ერთად ხუთჯერ მოასწრო სტენლის თასის მოგება.
ეს ტურნირი ბენეფისი უნდა გამხდარიყო ახალგაზრდა უეინ გრეტცკისთვის, რომელიც 20 წლის ასაკში უკვე ნამდვილი The Great One იყო. იმ დროისთვის, მას მხოლოდ ორი სეზონი ჰქონდა ჩატარებული NHL-ში, მიუხედავად ამისა, მოასწრო 106 შაიბის გატანა და 301 ქულის დაგროვება. 1981 წლის აგვისტომდე, გრეტცკიმ კანადის ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე და საუკეთესო ბომბარიდირი გახდა, არადა, ჯერ 17 წლისაც აი იყო.
1981 წლის კანადის თასზე მასპინძლებს ძალიან ახალგაზრდა შემადგენლობა ჰყავდათ - საშუალო ასაკი 25 წელს არ აღემატებოდა. სუპერსერიის თაობიდან გუნდში არც ერთი მოთამაშე არ შემორჩა, სამაგიეროდ, 20 წლის გრეტცკისთან ერთად, აქ იყვნენ 20 წლის ბურკი, 21 წლის რაინჰარტი...
1976 წლის ტრიუმფატორებიდან შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: მარსელ დიონი, ჟილბერ პერო, გი ლეფლერი, დენის პოტვინი. იმ დროისთვის, NHL-ში საუკეთესო გუნდი "აილენდერსი" იყო და მისი ლიდერებიც ნაკრებში იყვნენ: პოტვინი, მაიკ ბოსი, კლარკ გილისი და ბრაიან ტროტიე.
* * *
სსრკ-ის ნაკრებს ვიქტორ ტიხონოვი წვრთნიდა და მისი გუნდი ორი წელი დაუმარცხებელი იყო. საბჭოთა ნაკრებმა მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი 1978 და 1979 წლებში, მაგრამ ამას მოჰყვა "სასწაული ყინულზე" - აშშ-ის სტუდენტთა ნაკრებმა 1980 წლის ოლიმპიადაზე "წითელ მანქანას" მოუგო და ოქროს მედლები მოიპოვა.
ტიხონოვმა ნაკრების მკვეთრი გაახალგაზრდავება დაიწყო, მაგრამ მთავარი რაც გააკეთა, სწორედ 1981 წლის კანადის თასის წინ შექმნა ლეგენდარული ხუთეული - ფეტისოვი, კასატონოვი, კრუტოვი, ლარიონოვი და მაკაროვი.
* * *
25 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის ნაკრები მონრეალში ჩაფრინდა და ტურნირისთვის ემზადებოდა, როცა 27 აგვისტოს, მოსკოვიდან გავრცელდა ინფორმაცია ვალერი ხარლამოვის ავტოკატასტროფაში დაღუპვის შესახებ. ნაკრების მოთამაშეებმა შინ დაბრუნება და დაკრძალვაზე დასწრება მოინდომეს.
NHL-ის მოთამაშეთა პროფკავშირმა ჩარტერიც კი გამოუყო სსრკ-ს გუნდს და ტურნირის სტარტის გადაწევასაც დათანხმდა, მაგრამ გამგზავრება არ მოხერხდა. მიჩნეულია, რომ მოთამაშეები მოსკოვში ვიქტორ ტიხონოვმა არ გაუშვა, მაგრამ, სინამდვილეში, გადაწყვეტილება სულ ზემოთ - საბჭოთა მთავრობაში მიიღეს.
* * *
კანადამ დამაჯერებლად გაიარა წინასწარი ეტაპი - მხოლოდ ერთი ქულა დაკარგა ჩეხოსლოვაკიასთან მატჩში (4:4). საბჭოთა კავშირმაც მიაღწია ფინალამდე, ოღონდ ნაკლებად დამაჯერებელი იყო - ფრე ჩეხოსლოვაკიასთან (1:1) და 3:7 წაგება კანადასთან. ამ მატჩში საბჭოელთა კარში არა ტრეტიაკი, არამედ მიშკინი იდგა. მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ ვიქტორ ტიხონოვი სპეციალურად "დაუწვა" კანადას ნაკლებად მნიშვნელოვან შეხვედრაში.
ნახევარფინალში კანადამ და სსრკ-მ ერთნაირი ანგარიშით - 4:1 მოუგეს აშშ-სა და ჩეხოსლოვაკიას. ეს უკანასკნელი ისეთი ძლიერი აღარ იყო, როგორც 70-იანი წლების მეორე ნახევარში და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ზოგიერთმა ვეტერანმა დაასრულა ნაკრებში თამაში, მაგალითად, ლეგენდარულმა მეკარემ ძურილამ. 1980 წელს, NHL-ში გაიქცნენ ძმები შჩასტნები, ერთი წლის შემდეგ, იგივე მიმართულებით გაემგზავრნენ ივან ჰლინკა და ირჟი ბუბლა.
* * *
ფინალური მატჩის ბედი, დიდწილად, მეკარე ვლადისლავ ტრეტიაკმა გადაწყვიტა. პირველ პერიოდში დარტყმების შეფარდება იყო - 12:4 კანადის ნაკრების სასარგებლოდ. თამაში, ძირითადად, საბჭოთა ნაკრების ზონაში მიდიოდა, მაგრამ ტრეტიაკისთვის გოლის გატანა შეუძლებელი აღმოჩნდა.
სანამ მესამე პერიოდის დასაწყისისთვის ანგარიში 1:5 გახდებოდა, თამაში აბსოლუტურად თანაბარი იყო, შემდეგ კი კანადელებმა, უბრალოდ, ბრძოლა შეწყვიტეს და მარტო შეატოვეს მეკარე მაიკ ლიუტი საბჭოელ ფორვარდებს. დანამდვილებით რთულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ კანადელთა მხრიდან იყო მეტოქის ძალის შეუფასებლობაც.
* * *
ტრიუმფის მიუხედავად, სსრკ-ს ნაკრებმა თავად თასი სამშობლოში ვერ წაიღო. NHL-ის მოთამაშეთა პროფკავშირის პრეზიდენტმა და ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალან იგლსონმა სტადიონის გასასვლელთან წაართვა პრიზი საბჭოთა ჰოკეისტებს. მისი თქმით, თასი კანადას ეკუთვნის და ქვეყნის ტერიტორიას არასოდეს დატოვებს.
ჯგუფური ეტაპი
აშშ-შვედეთი 3:1
2:0, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 ლარსონი (დანი), 2:0 კრისტიანი (გორენსი, დანი), 2:1 გრადინი (კალური, იონსონი), 3:1 ო'კონელი.
სსრკ-ჩეხოსლოვაკია 1:1
0:0, 1:1, 0:0
გოლები: 0:1 ნოვი (რიხტერი, დუდაჩეკი), 1:1 დროზდეცკი (მალცევი).
კანადა-ფინეთი 9:0
1:0, 5:0, 3:0
გოლები: 1:0 ბოსი (გილისი, ტროტიე), 2:0 გრეტცკი (ლეფლერი, პერო), 3:0 ბურკი (პერო, ლეფლერი), 4:0 გეირი (პერო, გრეტცკი), 5:0 ბოსი (ტროტიე, გეინი), 6:0 გრეტცკი (ლეფლერი, პერო), 7:0 ტროტიე (ბოსი, გილისი), 8:0 გორინგი (პოტვინი), 9:0 გილისი (დაგეი, ტროტიე).
კანადა-აშშ 8:3
1:1, 2:0, 5:2
გოლები: 1:0 პერო (გრეტცკი, ლეფლერი), 1:1 კრისტოფი, 2:1 გრეტცკი (გეირი), 3:1 დიონი (გეირი, პოტვინი), 3:2 ტალაფუსი (ბროტენი), 3:3 ჯონსონი (ო'კონელი, ივზი), 4:3 ბოსი (გრეტცკი, მიდლტონი), 5:3 ტროტიე (გეირი, ბურკი), 6:3 გრეტცკი (ლეფლერი, პერო), 7:3 ტროტიე (გილისი, ბოსი), 8:3 პერო (ჰარტსბურგი, ბურკი).
სსრკ-შვედეთი 6:3
2:0, 1:2, 3:1
გოლები: 1:0 კაპუსტინი (ფეტისოვი), 2:0 მაკაროვი (ლარიონოვი, კრუტოვი), 2:1 ჰაკანსონი (კ. ნილსონი), 3:1 კაპუსტინი (შალიმოვი, ბაბინოვი), 3:2 ჰედბერგი (უ. ნილსონი, მოლინი), 4:2 კასატონოვი (ფეტისოვი), 4:3 მოლინი, 5:3 მალცევი (პერვუხინი), 6:3 კრუტოვი (მაკაროვი, კასატონოვი).
ჩეხოსლოვაკია-ფინეთი 7:1
2:1, 0:0, 5:0
გოლები: 1:0 რიხტერი, 2:0 ლალა (კოკრმენტი), 2:1 ჰაგმანი (სილტანენი), 3:1 ჰორჟავა (ნოვი, რიხტერი), 4:1 კრალი (პენიჩკა, ლალა), 5:1 კადლეცი (ჰაიდუშეკი, კოკრმენტი), 6:1 ლალა (კოკრმენტი, კადლეცი), 7:1 რუსნაკი (ჩალუპა).
შვედეთი-ფინეთი 5:0
1:0, 0:0, 4:0
გოლები: 1:0 ჰედბერგი (უ. ნილსონი, ჰელანდერი), 2:0 კალური (გრადინი, კ. ნილსონი), 3:0 უ. ნილსონი (მოლინი, ჰედბერგი), 4:0 კალური (სალმინგი, ჰაკანსონი), 5:0 ლუნდჰოლმი (სუნდსტრიომი, ანდერსონი).
კანადა-ჩეხოსლოვაკია 4:4
2:2, 1:0, 1:2
გოლები: 0:1 დუდაჩეკი (სვობოდა), 0:2 კრალი, 1:2 გორინგი (პოტვინი, ლიუტი), 2:2 ბოსი (ტროტიე, გილისი), 3:2 დიონი (გეირი, მიდლტონი), 3:3 კოკრმენტი, 4:3 გეინი (დაგეი, გორინგი), 4:4 დუდაჩეკი (სვობოდა).
სსრკ-აშშ 4:1
1:0, 2:1, 1:0
გოლები: 1:0 ლარიონოვი (ფეტისოვი, კასატონოვი), 1:1 ბროტენი (ჰოუ, ტალაფუსი), 2:1 ჟლუკტოვი (ფეტისოვი), 3:1 კრუტოვი (მაკაროვი, ბაბინოვი), 4:1 გოლიკოვი (დროზდეცკი).
სსრკ-ფინეთი 6:1
2:0, 1:1, 3:0
გოლები: 1:0 კრუტოვი (კასატონოვი, მაკაროვი), 2:0 დროზდეცკი (კასატონოვი), 2:1 სინისალო (ჰაგმანი, ლევო), 3:1 მაკაროვი (კრუტოვი), 4:1 შალიმოვი (შეპელევი, დროზდეცკი), 5:1 ფეტისოვი (კასატონოვი, კრუტოვი), 6:1 ჟლუკტოვი.
კანადა-შვედეთი 4:3
2:0, 1:1, 1:2
გოლები: 1:0 პოტვინი (ლეფლერი, პერო), 2:0 ბოსი (ბურკი), 2:1 ჰედბერგი (ჰელანდერი, ლიდმარკი), 3:1 ლეფლერი (გრეტცკი, ბურკი), 3:2 ჰედბერგი (სალმინგი, ლინდგრენი), 4:2 პერო (ლეფლერი), 4:3 კალური (გრადინი).
ჩეხოსლოვაკია-აშშ 2:6
1:0, 1:2, 0:4
გოლები: 1:0 კოკრმენტი (ლალა), 2:0 რუსნაკი (პაშეკი, ჩალუპა), 2:1 ივზი (ჰოუ, ლანგევინი), 2:2 ტალაფუსი (კრისტოფი, ბროტენი), 2:3 ტალაფუსი (ლენგვეი, კრისტოფი), 2:4 ივზი (ჯონსონი, ჰოუ), 2:5 დანი (ლარსონი, ივზი), 2:6 უ. მილერი (ივზი, ჯონსონი).
ჩეხოსლოვაკია-შვედეთი 7:1
2:0, 3:1, 2:0
გოლები: 1:0 რუსნაკი (დუდაჩეკი, კორბელა), 2:0 დუდაჩეკი (დვორჟაკი), 3:0 პოუზარი (დვორჟაკი, პაშეკი), 4:0 დუდაჩეკი (ნოვი, სვობოდა), 4:1 მოლინი (ჰედბერგი, სუნდსტრიომი), 5:1 ლალა (პენიჩკა), 6:1 ჰორჟავა (კადლეცი), 7:1 რუსნაკი (პოუზარი).
კანადა-სსრკ 7:3
1:0, 1:2, 5:1
გოლები: 1:0 გრეტცკი (დიონი), 2:0 ლეფლერი (გრეტცკი, პოტვინი), 2:1 ლარიონოვი (კასატონოვი, მაკაროვი), 2:2 შეპელევი (ზუბკოვი, კაპუსტინი), 3:2 მიდლტონი (ლინსემენი, გეირი), 4:2 დიონი (ლეფლერი, გრეტცკი), 5:2 პოტვინი, 6:2 ბოსი (გილისი, ტროტიე), 7:2 გორინგი (გეინი), 7:3 მაკაროვი (ფეტისოვი, კასატონოვი).
ფინეთი-აშშ 4:4
1:1, 1:2, 2:1
გოლები: 1:0 სილტანენი (ჰაგმანი, კური), 1:1 ბროტენი (ო'კონელი, კრისტოფი), 1:2 ბროტენი (ტალაფუსი, კრისტოფი), 2:2 პორვარი (იალონენი, რაუტაკალიო), 2:3 გორენსი (უ. მილერი, ჰოუ), 2:4 უ. მილერი (ო'კონელი, კრისტოფი), 3:4 კიიმალაინენი (რუოტსალაინენი, ლეიონენი), 4:4 იავანაინენი (სევონი).
თ მ წ ფ შ ქ
1. კანადა 5 4 0 1 32-13 9
2. სსრკ 5 3 1 1 20-13 7
3. ჩეხოსლოვაკია 5 2 1 2 21-13 6
4. აშშ 5 2 2 1 17-19 5
5. შვედეთი 5 1 4 0 13-20 2
6. ფინეთი 5 0 4 1 6-31 1
1/2 ფინალი
სსრკ-ჩეხოსლოვაკია 4:1
3:0, 1:0, 0:1
გოლები: 1:0 შეპელევი (ბილიალეტდინოვი, პერვუხინი), 2:0 გოლიკოვი, 3:0 შალიმოვი (შეპელევი), 4:0 შეპელევი (ბულიტი), 4:1 ლალა (დვორჟაკი).
კანადა-აშშ 4:1
3:0, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 ენგბლომი (გეინი, გორინგი), 2:0 ბოსი (რობინსონი, ტროტიე), 3:0 ბოსი (პოტვინი, ტროტიე), 3:1 ივზი (ჯონსონი, დანი), 4:1 დიონი (გრეტცკი, ლეფლერი).
ფინალი
სსრკ-კანადა 8:1
0:0, 3:1, 5:0
გოლები: 1:0 ლარიონოვი (კრუტოვი, მაკაროვი), 1:1 გილისი (ბოსი, ტროტიე), 2:1 შეპელევი (ფეტისოვი, კასატონოვი), 3:1 შეპელევი (კაპუსტინი, კასატონოვი), 4:1 შეპელევი (მაკაროვი), 5:1 კრუტოვი, 6:1 ლარიონოვი (კასატონოვი, ფეტისოვი), 7:1 გოლიკოვი (გიმაევი, შალიმოვი), 8:1 სკვორცოვი (ვასილიევი).
სსრკ-ს ნაკრები
მცველები
თ გ+პ
ალექსეი კასატონოვი 7 1+10
ვიაჩესლავ ფეტისოვი 7 1+7
სერგეი ბაბინოვი 7 0+2
ზინეტულა ბილიალეტდინოვი 7 0+1
ვასილი პერვუხინი 6 0+2
ვალერი ვასილიევი 6 0+1
ვლადიმირ ზუბკოვი 2 0+1
ფორვარდები
თ გ+პ
სერგეი კაპუსტინი 6 2+2
ვლადიმირ კრუტოვი 7 4+4
ალექსანდრ მალცევი 4 1+1
იგორ ლარიონოვი 7 4+1
ნიკოლაი დროზდეცკი 7 2+2
ანდრეი ხომუტოვი 7 0+0
ირეკ გიმაევი 4 0+1
სერგეი შეპელევი 7 6+2
ვიქტორ ჟლუკტოვი 7 2+0
ვიქტორ შალიმოვი 7 2+2
სერგეი მაკაროვი 7 3+6
ვლადიმირ გოლიკოვი 7 3+0
ალექსანდრ სკვორცოვი 7 1+0
მეკარეები
თ გოლი
ვლადიმირ მიშკინი 1 -7
ვლადისლავ ტრეტიაკი 6 -8
ბომბარდირები
უეინ გრეტცკი (კან) 12 (5+7)
მაიკ ბოსი (კან) 11 (8+3)
ბრაიან ტროტიე (კან) 11 (3+8)
გი ლეფლერი (კან) 11 (2+9)
ალექსეი კასატონოვი (სსრკ) 11 (1+10)
ჟილბერ პერო (კან) 9 (3+6)
სერგეი მაკაროვი (სსრკ) 9 (3+6)
სერგეი შეპელევი (სსრკ) 8 (6+2)
ვლადიმირ კრუტოვი (სსრკ) 8 (4+4)
ვიაჩესლავ ფეტისოვი (სსრკ) 8 (1+7)
სიმბოლური ნაკრები
მეკარე - ვლადისლავ ტრეტიაკი (სსრკ)
მცველი - არნოლდ კადლეცი (ჩეხოსლოვაკია)
მცველი - ალექსეი კასატონოვი (სსრკ)
ფორვარდი - მაიკ ბოსი (კანადა)
ფორვარდი - ჟილბერ პერო (კანადა)
ფორვარდი - სერგეი შეპელევი (სსრკ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"