საგამოფენო მატჩებში გამოჩნდა, რომ ევროპის ნაკრები არასტაბილური იყო - 0:4 წააგო ჩრდილოეთ ამერიკის ახალგაზრდა ვარსკვლავებთან, სამაგიეროდ, 6:2 გაანადგურა შვედეთის ნაკრები. მსოფლიოს თასის დაწყების წინ, ბუკმეიკერები ბოლო ადგილს აძლევდნენ ევროპას - მის ჩემპიონობაზე კოეფიციენტი იყო - 33/1.
მსოფლიოს თასზე კი ევროპის ნაკრების არაჩვეულებრივი გარდასახვა მოხდა. პირველ მატჩში მან "მშრალი" ანგარიშით მოუგო
ნახევარფინალში ევროპელები შვედეთზე გავიდნენ. პირველებმა გაუშვეს, შემდეგ ორი გაიტანეს, ისევ მიიღეს საკუთარ კარში შაიბა და ოვერტაიმში შეაგდეს გადამწყვეტი გოლი. ყველაზე დიდი წვლილი ამ მოგებაში სლოვაკებმა შეიტანეს - გოლები მარიან გაბორიკმა და ტომაშ ტატარმა (ორჯერ) გაიტანეს, მეკარე იაროსლავ ჰალაკმა კი 37 დარტყმა მოიგერია.
* * *
ევროპის ნაკრებში ბევრი საინტერესო ჰოკეისტი თამაშობს, მაგრამ განსაკუთრებით გამორჩეული მაინც მისი მთავარი მწვრთნელი რალფ კრიუგერია. ის კანადაში დაიბადა და 30 წლისა ევროპაში გადავიდა - მისი მშობლები გერმანელი იმიგრანტები იყვნენ. "დუისბურგის" მწვრთნელის თანაშემწიდან ის შვეიცარიის ნაკრების მთავარ მწვრთნელობამდე მივიდა. იქ მან ვერ აჩვენა განსაკუთრებული შედეგები, მაგრამ სტაბილურად იღებდა საშუალო დონის გუნდისგან მაქსიმუმს.
როცა რალფი შვეიცარიის ნაკრებისგან დაიღალა, მას მშველელად დაუძახეს "ედმონტონში", მაგრამ NHL-ში მხოლოდ ნახევარი სეზონი გაატარა და გარკვეული ხნით გაქრა. 2014 წელს, სკაუტად მუშაობდა სოჭის ოლიმპიადაზე, რის შემდეგაც, ფეხბურთში წავიდა და "საუთჰემპტონში" ჯერ პრეზიდენტის მრჩეველი გახდა, შემდეგ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე. "ადრე ფეხბურთში არასოდეს მიმუშავია, ჩემთვის ეს ახალი სამყაროს დასაწყისია", - აღიარა კრიუგერმა.
ახლა, წინ არის ფინალი ორ მოგებამდე დაუმარცხებელ კანადასთან. აქაც, ევროპის ნაკრების მიზანი - სიამოვნების მიღება იქნება.
1/2 ფინალი
შვედეთი-ევროპა 2:3 (ო)
0:0, 1:1, 1:1, 0:1
გოლები: 1:0 ბექსტრიომი (სტრალმანი, ჰორნკვისტი), 1:1 გაბორიკი (ერჰოფი, კოპიტარი), 1:2 ტატარი (საკერა), 2:2 კარლსონი (ჰ. სედინი, დ. სედინი), 2:3 ტატარი (ცუკარელო, კოპიტარი).
მეკარეები: ლუნდკვისტი - ჰალაკი.
დარტყმები: 39 (10-9-17-3) - 31 (5-16-8-2).
საჯარიმო დრო: 6 (0-6-0-0) - 8 (2-4-2-0).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"