პირველ დღეს ოთხი მატჩი გაიმართა და სათამაშო დღის გმირი გახდა "ტორონტოს" დებიუტანტი ოსტონ მეტიუზი. 19 წლის ამერიკელი ჰოკეისტი 2016 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს და მის დებიუტს ყველა დიდი ინტერესით ელოდა.
მეტიუსმა პირველივე მატჩში აჩვენა, რომ "ტორონტო" არჩევანში არ შემცდარა. პირველი პერიოდის მეცხრე წუთზე, ოსტონმა სადებიუტო შაიბა გაიტანა და ამით გახდა დრაფტის მე-12 პირველი ნომერი, ვინც თავის პირველივე მატჩში შეძლო თავის გამოჩენა.
მეორე პერიოდის დასაწყისისთვის, მეტიუსმა ჰეთ-თრიკის
ხოლო მეორე პერიოდის ბოლოს, მეტიუსმა გააკეთა ის, რაც აქამდე ვერავინ შეძლო - ოთხი გოლი გაიტანა კარიერის პირველ შეხვედრაში.
აღვნიშნავთ, რომ ახალბედას გმირობებმა "ტორონტოს" ვერ უშველა, რადგან შეხვედრა ოვერტაიმში "ოტავამ" მოიგო.
ოტავა-ტორონტო 5:4 (ბ)
2:2, 1:2, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 მეტიუსი-1 (ჰიმანი-1, ნიულანდერი-1), 1:1 რაიანი-1 (ე. კარლსონი-1, ზ. სმიტი-1), 2:1 ე. კარლსონი-1 (ბრასარი-1, რაიანი-1), 2:2 მეტიუსი-2, 2:3 მეტიუსი-3 (რაილი-1), 3:3 ბრასარი-1, 3:4 მეტიუსი-4 (ნიულანდერი-2, გარდინერი-1), 4:4 ტარისი-1 (სტოუნი-1), 5:4 ტარისი-2 (სტოუნი-2, ე. კარლსონი-2).
ჩიკაგო-სტ. ლუისი 2:5
1:0, 1:2, 0:3
გოლები: 1:0 პანიკი-1 (ტეივზი-1, მარიან ჰოსა-1), 1:1 შატენკირკი-1 (პიეტრანჯელო-1, სტინი-1), 2:1 ჰარტმანი-1 (მოტე-1, კრუგერი-1), 2:2 ტარასენკო-1 (პ. შჩასტნი-1, შატენკირკი-1), 2:3 პ. შჩასტნი-1 (ტარასენკო-1, შატენკირკი-2), 2:4 ტარასენკო-2 (პ. შჩასტნი-2, სტინი-2), 2:5 აპშოლი-1.
ედმონტონი-კალგარი 7:4
3:1, 2:2, 2:1
გოლები: 1:0 მარუნი-1 (დრაიზაიტლი-1), 1:1 ჩიასონი-1 (სტაიანი-1, ბუმა-1), 2:1 პიტლიკი-1 (ა. ლარსონი-1, რასელი-1), 3:1 კასიანი-1 (კლეფბომი-1, მაკდევიდი-1), 3:2 ბროუერი-1, 3:3 ფროლიკი-1 (ბეკლუნდი-1, ჯორდანო-1), 4:3 მაკდევიდი-1 (სეკერა-1, რასელი-2), 5:3 მაკდევიდი-2 (ბულიტი), 6:3 პულიუიარვი-1, 6:4 ვიდემანი-1 (ბროუდი-1, ბეკლუნდი-2), 7:4 ებერლე-1 (ნურსი-1).
სან ხოსე-ლოს ანჯელესი 2:1
1:1, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 ტოფოლი-1 (კოპიტარი-1, დაუტი-1), 1:1 კუტური-1 (პაველსკი-1, ჯ. ტორტონი-1), 2:1 ბერნსი-1 (დონსკოი-1, კუტური-1).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"