ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ოტავა სენატორზის" მეკარე კრეიგ ანდერსონი დაასახელა.

მან ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორივეში "მშრალად" შეინახა საკუთარი კარი. ანდერსონმა ჯამში მეტოქეთა 59 დარტყმა მოიგერია. 35 წლის მეკარემ კარიერაში მესამე შეძლო ზედიზედ ორ მატჩში "შათაუტის" შესრულება.

კვირის მეორე ვარსკვლავიც მეკარეა - "მინესოტას" კარის დარაჯი დევან დუბნიკი. ის კიდევ უფრო შორს წავიდა და ზედიზედ სამ მატჩში შეინახა საკუთარი კარი ხელუხლებლად. დუბნიკის ანგარიშზე 94 მოგერიებული დარტყმა მოდის.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "მონრეალის" მცველმა ში უებერმა. ის თავის
გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. შესაძლოა, უებერის სტატისტიკა მოკრძალებულია - 5 ქულა (3+2), მაგრამ სამიდან ორი გოლი გამარჯვებისა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული