ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა.

პირველი ვარსკვლავის სტატუსი ერგო "ჩიკაგო ბლეკჰოქსის" ფორვარდს არტიომი პანარინს, რომელიც გასული კვირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - ოთხ მატჩში 10 ქულა (3+7) დააგროვა. ამით რუსი "ჩიკაგოს" დაეხმარა მოგებათა სერიის ხუთ მატჩამდე გაგრძელებაში.

მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ნიუ იორკ რეინჯერსის" მეკარემ ჰენრიკ ლუნდკვისტმა. შვედმა თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა, საშუალოდ თამაშში 0.98 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 96.7 პროცენტი მოიგერია. გასულ კვირას, ლუნდკვისტმა 389-ე მატჩი მოიგო ჰოკეის ეროვნულ ლიგაში და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს
იყოფს დომინიკ ჰაშეკთან ყველა დროის ევროპელ მეკარეებს შორის.

კვირის მესამე ვარსკვლავი გახდა "მინესოტა უაილდის" ფორვარდი ერის სტაალი, რომელმაც სამ მატჩში ოთხი შაიბა გაიტანა და ხუთი ქულა დააგროვა.

არიზონა-კალგარი 2:4
1:0, 0:1, 1:3
გოლები: 1:0 დვორჟაკი-3 (იოორისი-2), 1:1 ბეკლუნდი-6 (დ. ჰემილტონი-12, ტკაჩაკი-10), 1:2 ბროუერი-8 (გოდრო-15, ვერსტიგი-9), 2:2 რ. უაიტი-2 (დვორჟაკი-8), 2:3 ვერსტიგი-5 (მონეჰანი-10, ბროუერი-9), 2:4 ბროუდი-3 (ტკაჩაკი-11).

"კალგარიმ" სამჯერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა (ბეკლუნდი, ბროუერი, ვერსტიგი) და შეწყვიტა ორმატჩიანი წაგებათა სერია. ამ თვეში პირველად გამოჩნდა "კალგარის" კარში ბრაიან ელიოტი, რომელმაც 24 დარტყმა მოიგერია.

გუშინდელ მატჩამდე, "არიზონას" შინ რიცხობრივ უმცირესობაში მხოლოდ სამი შაიბა ჰქონდა მიღებული, მაგრამ "კალგარის" წინააღმდეგ ექვსი შემთხვევიდან სამჯერ გაუშვა კაცნაკლულმა. ბოლო რვა მატჩია, "არიზონა" მინიმუმ ერთ გოლს უშვებს საკუთარ კარში რიცხობრივი უმცირესობის დროს, რაც პირველად მოხდა 2005 წლის შემდეგ. გუნდმა ამ სერიისას, 13 გოლი გაუშვა.

ფილადელფია-ნეშვილი 1:2 (ბ)
1:0, 0:0, 0:1, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 მაკდონალდი-2 (ვორაჩეკი-23, პროვოროვი-12), 1:1 ფორსბერგი-4 (ირვინი-4, ეკჰოლმი-9).
ბულიტები გაიტანეს: ელისი (ნეშვილი).

"ნეშვილის" მეკარემ პეკა რინემ 30 დარტყმა მოიგერია, აგრეთვე ბულიტები აუღო კაზინსს, ჟირუსა და ვორაჩეკს, რითაც თავის გუნდს ამ სეზონში პირველად გაამარჯვებინა ბულიტების სერიაში. გუშინდელ დღემდე, "ნეშვილს" ხუთიდან ხუთი წაგება ჰქონდა ოვერტაიმებში ან ბულიტებში.

ტორონტო-ანაჰაიმი 2:3
0:0, 1:1, 1:2
გოლები: 1:0 მეტიუსი-15 (ზაიცევი-11, ჰიმანი-6), 1:1 გეტცლაფი-4 (ვატანენი-13, ფაულერი-13), 1:2 რიტჩი-8 (კასე-5), 2:2 კადრი-11 (ჰანვიკი-8), 2:3 ფაულერი-9 (კესლერი-16).

კემ ფაულერმა მესამე პერიოდში რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და "ანაჰაიმს" 3:2 მოაგებინა. "იხვების" მეკარეს ჯონ გიბსონს ბევრი სამუშაო ჰქონდა და მან 33 დარტყმა მოიგერია. "ტორონტოს" კარის დარაჯს ფრედერიკ ანდერსენს 25 სეივი ჰქონდა.

სტ. ლუისი-ედმონტონი 2:3 (ო)
2:1, 0:0, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 ბროძიაკი-5 (შატენკირკი-16), 1:1 პიტლიკი-8 (დრაიზაიტლი-15), 2:1 ტარასენკო-16 (ფაბრი-11, პარაიკო-15), 2:2 მარუნი-9 (დევიდსონი-1, დრაიზაიტლი-16), 2:3 ნიუჯენტ-ჰოპკინსი-6 (მაკდევიდი-28, სეკერა-12).

რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსმა ოვერტაიმის დაწყებიდან ორი წუთისა და 55 წამის შემდეგ გაიტანა და "ედმონტონს" მოაგებინა. საგოლე გადაცემა კონორ მაკდევიდმა შეასრულა, რომელმაც 40 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

"ედმოტონის" ბოლო ცხრა თამაშიდან ექვსის ბედი ოვერტაიმში ან ბულიტების სერიაში გადაწყდა.

სენტ ლუისში დაბადებულმა პატრიკ მარუნმა თავისი მშობლიური ქალაქის გუნდს კარიერაში პირველად გაუტანა.

დეტროიტი-კაროლინა გადაიდო
გუშინ, რეგულარულ ჩემპიონატში კიდევ ერთი მატჩი უნდა გამართულიყო, მაგრამ დეტროიტის საშინაო არენის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ტექნიკურად გაუმართავი იყო ყინულის გაციების სისტემა. თავდაპირველად, მატჩის დასაწყისი ერთი საათით გადაწიეს, მოგვიანებით კი შეხვედრის გადადება გახდა საჭირო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესეთი სუსტი დეტროიტი კარგა ხანია არ ყოფილა
კახა ქირია
12:25 21-12-2016
0

სიახლეები პოპულარული