სამწუხაროდ, ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩვენს ნაკრებს ყველა შედეგი გაუუქმა და ყოველ მათგანში 0:5 წაგება ჩაუთვალა.
საქართველოს ნაკრებს 0:5 ჩაეთვალა თურქეთთან მატჩში (4:5 წააგო), ასევე ბოსნიასთან (8:0 მოვიგეთ), სამხრეთი აფრიკასთან (6:5), ლუქსემბურგთან (5:0) და ჰონკონგთან (14:3).
მიზეზად განმარტებულია ისეთი მოთამაშეების გამოყვანა, რომელთაც IIHF-ს წესებით, საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება არ ჰქონდათ. შეგახსენებთ, რომ აპრილში გუნდში უკრაინიდან მოწვეულმა ჰოკეისტებმაც
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონში გაისად ბულგარეთში ითამაშებს. აპრილში ჩვენი მეტოქეები ჯგუფში სამხრეთი აფრიკა, ლუქსემბურგი და არაბთა გაერთიანებული საამიროები იქნებიან.
ასევე იხილეთ:
საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები მეორე ადგილს დასჯერდა