ქართველი მოფარიკავეები 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში 29 მაისიდან ჩაერთვებიან

AutoSharing Option
ხვალ, 29 მაისს, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში 23 წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

შეჯიბრების პირველ დღეს ბილიკზე, საქართველოს დროით 10:00 საათიდან, დაშნით მოფარიკავე მარია ზაკირჩენკო, 11:00-დან კი ხმლით მოასპარეზე ვაჟები: ნიკოლოზ ჭეიშვილი, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია და გოგა კაკაურიძე გამოვლენ.

ხუთშაბათს, 31 მაისს პლოვდივის ბილიკზე 10:00 საათიდან ვაჟთა შორის რაპირაში: ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ, 12:00-დან კი ხმლით მოასპარეზე გოგონები: ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, თეონა გოგლიძე, თამარ ჩარკვიანი ჩაერთვებიან შეჯიბრებაში.

შაბათ-კვირას საქართველოს ხმლით მოასპარეზეთა ახალგაზრდული ნაკრები იასპარეზებს -შაბათს ვაჟები,
კვირას გოგონები.

ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებს, სხვადასხვა ქვეყნის მსაჯებთან ერთად, FIE-ს არბიტრი საქართველოდან ირინა ფეიქრიშვილიც გაუძღვება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული