შეჯიბრების პირველ დღეს ბილიკზე, საქართველოს დროით 10:00 საათიდან, დაშნით მოფარიკავე მარია ზაკირჩენკო, 11:00-დან კი ხმლით მოასპარეზე ვაჟები: ნიკოლოზ ჭეიშვილი, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია და გოგა კაკაურიძე გამოვლენ.
ხუთშაბათს, 31 მაისს პლოვდივის ბილიკზე 10:00 საათიდან ვაჟთა შორის რაპირაში: ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ, 12:00-დან კი ხმლით მოასპარეზე გოგონები: ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, თეონა გოგლიძე, თამარ ჩარკვიანი ჩაერთვებიან შეჯიბრებაში.
შაბათ-კვირას საქართველოს ხმლით მოასპარეზეთა ახალგაზრდული ნაკრები იასპარეზებს -შაბათს ვაჟები, კვირას გოგონები.
ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებს, სხვადასხვა ქვეყნის მსაჯებთან ერთად, FIE-ს არბიტრი საქართველოდან ირინა ფეიქრიშვილიც გაუძღვება.