ფოტო: fencing.ge
ქალაქ პლოვდივში, ბულგარეთში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში მიმდინარეობს.
შეჯიბრში ხმლით მოასპარეზე გოგონები ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, თეონა გოგლიძე და თამარ ჩარკვიანი ჩაერთვნენ.
თამარ ჩარკვიანმა ჯგუფში სამი შეხვედრა მოიგო და შემდეგ ეტაპზე გადავიდა. 1/16-ფინალში თამარ ჩარკვიანი იტალიელ მიშელა ბატისტონის შეხვდა და სამწუხაროდ 12:15 დამარცხდა.
თეონა გოგლიძემ ჯგუფში 2 შეხვედრა მოიგო და 1/32-ფინალში უკრაინელ მარია ციმბოტასთან ანგარიშით 8:15 წააგო.
გოგლიძის მსგავსად ჯგუფში ორი შეხვედრა მოიგო ანა აფრასიძემაც და 1/32-ფინალში უკრაინელ მარგარიტა სმირონავსთან 11:15 დამარცხდა.
ყველაზე წარმატებულად ჯგუფი ლიკა ჯიჯეიშვილმა დასძლია, რომელმაც ხუთივე შეხვედრა მოიგო. სამწუხაროდ უკრაინელ სმირნოვას ვერც ჯიჯეიშვილმა აჯობა და ანგარიშით 5:15 დამარცხდა.
საბოლოოდ ჯიჯეიშვილმა ტურნირზე ქართველ გოგონებში ყველაზე მაღალი მე-17 ადგილი დაიკავა. თამარ ჩარკვიანს 28-ე ადგილი ერგო, თეონა გოგლიძემ 33-ე, ხოლო ანა აფრასიძემ 34-ე პოზიცია დაიკავა.
ტურნირის გამარჯვებული აზერბაიჯანელი ანაბაშტა გახდა, ვერცხლის მედალი იტალიელ ლუჩია ლუკარინის ერგო, ბრინჯაო რუსმა ევგენია პოდპასკოვამ და ბულგარელმა პალინა კასპიაროვიჩმა მოიპოვეს.