#ვითიბისპორტი

ფარიკაობა

გილოცავთ! - საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის 1/16-ფინალში FIE-ს რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფი საფრაგეთი დაამარცხა.

საქართვეოს ნაკრებმა მეტოქე 45:42 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი სანდრო ბაზაძეს მიუღვის, რომელმაც ჯერ ჩამორჩენა აღმოფხვა და შემდეგ გამარჯვების ქულები მოუტანა საქართველოს.

საქართველოს ვაჟთა ნაკრები მიმდიანრე მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა და ასპარეზობას უკვე 21 ივლისს განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს გასული წლის შემოდგომაზე ალჟირში შეხვდნენ და მაშინაც საქართველოს ნაკრებმა (45:43) მოიგო.

საფრანგეთმა კი მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ 1/32-ფინალში ავსტრალიას იოლად 45:18 მოუგო.

აქვე გეტყვით,
რომ დღეს გაიმართა ინდივიდუალური შეჯიბრება რაპირასა და ხმალში.

რაპირაში ჩვენი ვაჟები ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი გამოვიდნენ.

ლუკა 1/32-ფინალში ეგვიპტელ ალაელდინ აბუელკასენთან 4:15 დამარცხდა. ხოლო ლაშამ სამხრეთკორეელ ჯუნ ჰეოსთან 7:15 წააგო.

ხმალში ჩვენმა გოგონებმა თეოდორა კახიანმა და ლიკა ჯიჯეიშვილმა 1/16-ფინალში იასპარეზეს. სამწუხაროდ კახიანი ჩინელ იაქი შაოსთან ანგარიშით 12:15 დამარცხდა, ხოლო ჯიჯეიშვილმა უკრაინელ ოლგა ხარლანთან ანგარიშით 9:15 წააგო.

Sportall.Ge