ერთი დებიუტანტით - საქართველოს შემადგენლობა გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ ცნობილია

AutoSharing Option
ფოტო: Gff.ge

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

უახლოესი ორი შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრები გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ შემდეგი ფეხბურთელებით მოემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა
(შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)

ამ დროისთვის ცნობილია კიდევ ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მჭედლიშვილი (გორიცა, ხორვატია), ლაშა შერგელაშვილი (იანინა, საბერძნეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და გიბრალტარს შორის ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 7 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

მეოთხე ტურის შეხვედრა, დანია-საქართველო, 10 ივნისს, კოპენჰაგენში, თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

ხოლო Sportall.ge დანიასთან მატჩს ადგილიდან გააშუქებს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 37 /
რამდენიც არ უნდა იმარჩიელოთ ნაკრები განწირულია, ყველა თამაშს წააგებს და როგორც ყოველთვი ბოლო ადგილზე გავა
555
28 მაისი 2019 17:06
31
გამოდი გრიშა გიცანით
:-)
28 მაისი 2019 22:15
2
რაც არ იცით დაანებეთ თავი კომენტარებს რა.სად ისწავლეთ ფეხბურთი ან სად ისწავლება რომ გამოდიხართ და მიუთითებთ რა გააკეთონ.მიხედეთ თქვენ საქმეს და დაანებეთ ბოღმიან წერებს.
დინამო
28 მაისი 2019 16:37
20
წერას და რჩევის მიცემას ვერავინ აგვიკრძალავს, ხოლო შენ კი გიჯობს ცივი წყალი დალიო!
patrioti
28 მაისი 2019 17:34
2
ფუ შEნი თავდამსხმელი ისევ არა გვყავს.
Killer.
28 მაისი 2019 16:32
4
ჯიღაურის ტრანსფერიდან წილი აქვს სადმე თუ გადავა?))) ამას მართლა იქ ხო არააქ))))) ზარანდიას როგორ არ იძახებს
Tbiliseli
28 მაისი 2019 16:25
1
ზარანდია კი უნდა იყოს ნაკრებში აი ყაზაიშვილის რა გითხრათ ბოლოს მისი ტამაშები რაც უყურე ტურისტივით დადიოდა მოედანზე და ღირებულიც არაფერი შეუქმნია. ნაკრების ბოლო ტამაშზე ხომ საერთოდ უსაკურთხო მკვდარივით იყო
gg
28 მაისი 2019 16:04
0
ასე თუ ისე ნორმალური სიაა, კარგია რომ გრიგალავას მისცა შანსი. პარუნაშვილი და ხარაიშვილიც უნდა ყოფილიყვნენ სიაში. უბრალოდ ბევრი ნახევარმცველი ყავს სიაში. ჯიღაურის ნაცვლად ერთი თავდამსხმელის დამატება შეიძლებოდა.
ქომაგი
28 მაისი 2019 15:30
2
თუ ძმა ხარ პარუნაშვილის ფეხბურთზე რა გსმენია იმის გარდა, რომ დანიის რომელიღაც ჭ კლასის გუნდში "ირიცხება"?
ლაშა
29 მაისი 2019 09:06
3
ძაან უსამართლობაა როცა ასეთი სეზონის მერე ზარანდიას არ იძახებ ნაკრებში
მაშინ როცა ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელების დეფიციტი გვაქვს
სოსო
28 მაისი 2019 15:23
0
გეუბნებით მაგათი ინტერესი არის დაძირვა.აბა ყაზაიშვილიც არ გამოიძახა და ეგეთი სისულელეები უკვე ზედმეტია.
sdfffff
28 მაისი 2019 15:22
21
100 % ვეთანხმები ვაისს. ზარანდიასთან დაკავშირებით კითხვები მიჩნდება, მაგრამ წინა სანაკრებოზე ხომ ყავდა გამოძახებული? ნეტა რატომ არ გამოიძახა ეხლაც?
roma
28 მაისი 2019 15:22
1
ვინმეს ფედერაციაში არ გყავთ ნაცნობი?! იქნებ გააგებინოთ მაგათ, რათა უთხრან ნაკრების მწვრთნელს რომ ყოვლად უსარგებლო ჭანტურიშვილ-ჯიღაურის ნაცვლად, სჯობს ვაისმა ზარანდიასა და ყაზაიშვილს (ან ზივზივაძეს) უხმოს ნაკრებში
სიმართლე
28 მაისი 2019 15:15
6
ჭანტურიშვილს რასერჩი არ ვიცი და ყაზაიშვილი საერთოდ ვერ თამაშობს ბოლო თამაშებს ვაფშე ნულ ფორმაშია
Emiri
28 მაისი 2019 15:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული