დანიურმა "რანდერსმა" სუპერლიგის ევროტურნირებზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში "ორჰუსს" (3:2) სძლია და ფინალში ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგს" დაუპირისპირდება.

"ლელო" "რანდერსის" ქართველ ნახევარმცველ საბა ლობჟანიძეს დანიაში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან საკუთარ მომავალზეც ისაუბრა:

"დასამალი აღარ არის, გუნდის დატოვება ნამდვილად მინდა. "ალკმაარიდან" იყო დაინტერესება, ჰოლანდიელების სკაუტები დანიაში ჩამოდიოდნენ და ჩვენს ვარჯიშებსაც ესწრებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ტრანსფერი ჩაიშალა. რა მოხდა, ბოლომდე არც ვიცი.

ტრაბახში არ ჩამითვალოთ, მაგრამ "რანდერსში" პირველი სეზონი წარმატებულად ჩავატარე და დაინტერესება საკმაოდ ბევრი კლუბიდან გამოჩნდა. მაგალითად, იყო "კიოლნის" ვარიანტიც, თუმცა მაშინ "რანდერსი" ჩემი წასვლით დაინტერესებული არ ყოფილა, მოლაპარაკებები გაიწელა და საბოლოოდ, შეწყდა.

გუნდში ჩემ წასვლასთან შეგუებულები უნდა იყვნენ. მთავარია, საჩემო გუნდი მოვძებნო. ალბათ, ჩემი პლუსი ისეთ გუნდში უფრო გამოჩნდება, რომელიც კონტრშეტევაზე თამაშობს.

ერთ წელიწადში ჩემი გაშვებით თავად კლუბი უნდა იყოს დაინტერესებული, რადგან "რანდერსთან" ახალ კონტრაქტს აღარ გავაფორმებ და ფულს ვეღარ მიიღებენ. არც ვიცი, აქ მეტი რაღა უნდა გავაკეთო.

მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს, რომ გუნდი ევროპის ლიგაზე გავიყვანო და ასე წავიდე, გულშემატკივრებს თავი რომ დავამახსოვრო. საერთოდ, მე კარგ ნახევარმცველთან თამაში მინდა, რომელიც დროული და კარგი გადაცემებით მომამარაგებს და ამიტომ მგონია, რომ კარგ გუნდში უკეთეს შედეგს ვაჩვენებ. სულ 2-3 კაცს ვერ გავცდები, გოლი რომ გავიტანო ან საგოლე პასი გავაკეთო. მინდა ახალი გამოწვევები, ახალი ლიგა, ახალი გუნდი და მიზნები" - განაცხადა საბა ლობჟანიძემ "ლელოსთან" საუბრისას.

23 წლის ფეხბურთელი დანიურ კლუბში 2017 წელს თბილისის "დინამოდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში სუპერლიგაში ჩატარებულ 36 მატჩში მის ანგარიშზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

იხილეთ სრული ინტერვიუ Lelo.ge-ზე.

1FC
კიოლნი მაგარი ვარიანტია.წარმატებები
emigranti
მის თითქმის ყველა თამაშს ვუყურებ და გუნდში ყველასაგან გამორჩეულია. სერიოზული ფეხბურთელია, იმსახურებს ნაკრებში თამაშს. ზარანდიაც მინდა ნაკრებში.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
[VIDEO] ეს საბას დროა - ლობჟანიძის დუბლი MLS-ში