თემურ ქეცბაია: ვაისი მართალია - ასეთი იყო რეალობა ჩემს დროსაც და ასეა ახლაც!

AutoSharing Option
ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და ვლადიმირ ვაისის შესახებ ისაუბრა.

გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი სხვა საინტერესო თემებსაც შეეხო. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ინტერვიუდან:

* * *
- გეცინებათ ხოლმე, როცა ვლადიმირ ვაისისგან გესმით - ჩვენი ფეხბურთელები სუსტ ჩემპიონატებში თამაშობენ, სათამაშო პრაქტიკა არა აქვთო? ასეთი სიტყვებისთვის ხომ თქვენც ბევრჯერ გაუკრიტიკებიხართ?
- ვაისი მართალია - ასეთი იყო რეალობა ჩემს დროსაც და ასეა ახლაც! დღეს მეტ-ნაკლებად თამაშობენ მაინც, მე კი გაცილებით უარეს ვითარებაში ვიყავი -
სხვა გზა არ მქონდა, ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები უნდა მომეწვია, სათამაშო პრაქტიკას ვინ ჩივის, საერთოდ უგუნდოდ რომ იყვნენ!

რაც შეეხება ეროვნულ პირველობას, ჩვენი ჩემპიონატი რა დღეშიც არის, ევროთასების პირველივე ეტაპზეც კარგად ჩანს ხოლმე. აგერ, ქუთაისის "ტორპედოს" სერიოზული პრობლემები ჰქონია, გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის რამდენიმე მოთამაშე დააკავეს და ა.შ. ამას ისიც ემატება, რომ რაკი კლუბებს სახელმწიფო ეხმარება, კერძო ინვესტორებმა ფეხბურთში ფულის დაბანდება შეწყვიტეს და უარესი ვითარებაც მივიღეთ...

* * *
- ჩვენც ვიცით, სად და როგორ თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები, მაგრამ სულ ამაზე ლაპარაკი და ფეხბურთელებისკენ ხელის გაშვერა არასწორია!
- ვაისი წაგებას ფეხბურთელებს კი არ აბრალებს, არსებულ ვითარებაზე ლაპარაკობს. იმის თქმაც შეუძლია - ამჟამად მეტი რესურსი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი დონის გუნდებთან შედეგი ხომ ვაჩვენეთო?! მით უმეტეს, რომ ქართულ ფეხბურთს ყაზახეთზე უარესად აქვს საქმე. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ერთა ლიგაზე გვყავდა ჩაკვეტაძე და იქ მიღწეული შედეგი მისი კარგი თამაშის დამსახურებაც არის.

ნაკრებში იმ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფ მოთამაშეებს უნდა დაუძახო, მაგრამ ფეხბურთელის თამაშის სანახავად რომ მიხვალ, ის კი შენ გვერდით ზის ტრიბუნაზე, ვის არჩევაზეა ლაპარაკი?! ასეთ მდგომარეობაში ვიყავი მეც და სლოვაკი მწვრთნელიც ამაზე ლაპარაკობს, თორემ ის არ უგულისხმია - მე მაგარი ვარ და ფეხბურთელები ვერ მიწყობენ ხელსო...

გასაგებია, რომ შედეგი გვინდა, მაგრამ რას ვაკეთებთ შედეგის მისაღწევად? - არაფერს! მგონი, ქართველებზე მეტად ფეხბურთი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ უყვარდათ, დღეს კი... ფეხბურთს ვინღა ახსენებს.

* * *
"მე გული იმაზე მტკივა, რომ ქართული ფეხბურთი უარესობისკენ მიდის. გავა ხუთი წელიწადი, დაიხარჯება მთავრობის მიერ გამოყოფილი 250 მილიონი და... ასე თუ გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში საქართველოში ფეხბურთი მხოლოდ სამოყვარულო დონეზე იქნება.

წლების წინ, კვიპროსზე რომ ჩამოვედი, ჩემი თანაკლუბელებიდან ზოგი მეხანძრე იყო, ზოგი - მეთევზე და ზოგიც - ფოსტალიონი. ახლა? ბოლო ათი წლის განმავლობაში კვიპროსულმა კლუბებმა ხუთჯერ ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ჩვენ სად ვართ?! ყოფილი საბჭოეთის ყველა სახელმწიფომ მიაღწია რაღაც შედეგს, საქართველო კი, ამხელა საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანა, მაჩანჩალებს შორისაა".

ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvirispalitra.ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 29 /
მართალია ქეცბაია.........
elgvisa
24 ივლისი 2019 08:19
0
ნაკრებია პრობლემა და არა მწვრთნელები. ქეცბაია ბრაზილიას რომ წვრთნიდეს ხომ წარმოგიდგენიათ რამდენი საშუალებები ექნებოდა.
123
04 ივნისი 2019 09:31
0
მართალია ეს კაცი - მართალია ქეცბაია
ogafa
02 ივნისი 2019 16:25
1
თემურ პირდაპირ ტქვი, რომ კობიაშვილი არ მოგწონს და გინდა რეზის დროინდელი მაფიოზური ფედერაცია, სადაც ასობით ადამიანი 2 და 3 ათას ხელფას ღებულობდნენ ისე, რომ ფედერაციის ოფისის მისამართიც კი არ იცოდნენ.
რამო ბათუმი
30 მაისი 2019 13:51
18
ადრე გვყავდა ფეხბურთელები ტოპლიგებში, მაგრამ შედეგი ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ დადო. წაგება მარტო მწვრთნელის ბრალი რომ არის ეს ყველას გვახსოვს და თავის მართლება არ გამოვა. მოხვედით, ფული გააკეთეთ და წახვედით. მიზეზად მხოლოდ ფეხბურთელების დაბალ კლასს ასახელებთ. რომელიმემ არ იცოდით სად მოდიოდით?
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
30 მაისი 2019 11:02
8
ვაისი იმას ამბობს არ ვიცი შეტევაში კომბინაციური თამაში როგორ ავაწყოოდა პელეს დაველოდოთო, მაგრამ პელე არ იქნება.
sdfffff
29 მაისი 2019 18:06
4
მართალია ეს კაცი...
status quo
29 მაისი 2019 17:54
10
ვერ გავიგე კომენტარები და მომკალით. ალბათ სკლეროზი მჭირს. ბათუმში სტადიონი კობიაშვილის დროს დაანგრიეს? ზესტაფონი კობიაშვილმა გააგდო უმაღლესიდან? ჩვენი კლუბები, ყველა შეწყობილად, პირველივე ტურიდან რომ ვარდებიან კობიაშვილის დროს დაიწყო? ...??? მგონი ზოგადად რაღაც გვჭირს ყველას.
Alexandre
29 მაისი 2019 17:36
3
მართლა ვერ ვარ ალბათ. რა, ბათუმში არ შენდება? ყველა სტადიონი არ გადადის ბუნებრივ საფარზე? მართლაც რომ ვაი ჩვენს პატრონს
Alexandre
29 მაისი 2019 18:27
1
კობიაშვილის დროს რომ არ დანგრეულა ეს იმას არ ნიშნავს,რომ შენ არ უნდა ააშენო!
ფეოლა
29 მაისი 2019 18:05
6
დააბრუნეთ ცხადაძე. ისლანდდიამ რა ჰქნა.
გიგა
29 მაისი 2019 17:24
5
ისლანდიამ კი არა - იავნანამ....
ჰაჯან
29 მაისი 2019 17:44
0
ფეხბურთი ჭკვიანმა ინტელექტიანმა ადამიანებმა ენთუზიაზმით უნდა განავითარონ.ახლა ვის ჩააბარეს ფეხბურთი უცოდინარ უინტელექტო ძველ ფეხბურთელებს რომლებსაც ორ ბატს არ ჩააბარებს კაცი.ამათ ხელში სხვა შედეგს რატომ მივიღებთ.
ამაშია საქმე
29 მაისი 2019 17:06
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული