ჯვაროსნები - ანუ გალაშქრება ერთა ლიგაზე

AutoSharing Option
"სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო!" - ხალხით გადაჭედილი სტადიონი და ერთიანი, ვულკანისებური ქუხილი ჩვენი ნაკრების ყველა სახიფათო თუ ნაკლებად სახიფათო მომენტზე…

ეს ის მუხტია, რაც ამდენი ხნის მანძილზე აკლდა ქართულ ფეხბურთს. ყველა მომენტის მუხტს შენს სხეულზე რომ გრძნობ, როგორ აწვება შინაგანი გულის ფეთქვა გარეგანს, როგორ ერწყმის ეს ორი ერთმანეთს და როგორ გარდაიქმნება ერთიან გულის ფეთქვად. მთელი სტადიონი ერთი დიდი გულივით რომ ფეთქავს… ჩვენ ერთი გუნდი ვართ! ახლა განსაკუთრებით…

თამაშის დასრულებამდე მიტოვებული სტადიონებიც გვახსოვს, მაგრამ წყალს გავატანოთ ეგ ძველი გამოცდილება… ჩვენ ერთი გუნდი
ვართ! ჩვენ "ჯვაროსნები" ვართ და სისხლის ბოლო წვეთამდე ერთად უნდა ვიდგეთ… ვიდგეთ გულზე მარჯვენახელმიდებულები, ჩვენი ბიჭების მხარდამხარ, ჩვენ ჩვენი ვალი უნდა აღვასრულოთ! ჩვენ ერთი გუნდი ვართ - ქართველებისთვის Deus Vult-ის საპირწონედ იქცა. ეს სიტყვები უდიდეს ძალას ღვრის თითეული ქართველი გულშემატკივრის სულში და თავისი სიდიადის ზეგავლენით სტადიონებს ავსებს… ტელევიზორებთან ატყვევებს გულშემატკივრებს…

Sportall.Ge

ყაზახეთი, ლატვია, ანდორა - სამივეს მოუგო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა და იმედი გაჩნდა… იმედის მკრთალად მოკაშკაშე სხივმა მოგვიკაკუნა დარაბებზე, რომელი დარაბების მიღმაც გაზაფხულის მაგივრად, ცივი და ბნელი ზამთარი იყო…

ერთა ლიგაზე ქართველი "ჯვაროსნების" გალაშქრებამ ხალხი სტადიონებზე დააბრუნა, რაც ყველაზე დიდ დამსახურებად შეგვიძლია ჩავუთვალოთ ამ ჩემპიონატს.

სხვა ნაკრებების გულშემატკივრები ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ფიქრობენ, ჩვენ კი ჯგუფური ეტაპი გვესახება იმედების კორინთოდ, მაგრამ ეს დასაწყისია…

ფერფლად ქცევის გარეშე თავიდან დაბადება შეუძლებელია. საქართველოც ამ ეტაპზეა, ახლა იღვიძებს, ახლა უახლოვდება სტანდარტებს და ვინ იცის, იქნებ ერთ დღესაც ჩაკვეტაძის გოლი ვნახოთ, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რომ გაუტანს გერმანიას, ესპანეთს ან არგენტინას…

Sportall.Ge

იბერიის გაბრწყინებამდე იქნებ ქართული ფეხბურთი გავაბრწყინოთ და შემდეგ, იბერიის გაბრწყინებით დაქანცულებს, ქართული ფეხბურთი გვანუგეშებს და გაგვახარებს… ერთა ლიგაზე გავიბრძოლეთ და ეს ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. კონსტანტინეპოლის რა გითხრათ, მაგრამ ნურ-სულთანი ნამდვილად ავიღეთ...

ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლაა წინ და იმედჩასახულებს ახლა მხოლოდ გამარჯვება გვინდა. Deus Vult! კი არადა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ!

ავტორი: საბა ხიმშიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 22 /
ავტორს თითქოს უნდა სულში ჩასწვდეს მკითხველს, მაგრამ ამის ნაცვლად გადაჭარბებული პათოსით გვესაუბრება და ეს დაახლოებით იმ შეგრძნებას ტოვებს ზედმეტ ტკბილს რომ მიირთმევ და ყელში უსიამოვნო წვას რომ შეიგრძნობ. ცოტა უფრო მარტივი საგაზეთო ენით წერეთ, არაა საჭირო სპორტული თემატიკის სტატიაში სადღეგრძელო წარმოთქვა და ალავერდი გადახვიდე.
ირაკლი
31 მაისი 2019 13:11
0
აი უფრო ზუსტად ვერ ჩამოაყალიბებდი! საღოლ მეგობარო!
Vakhtang Lobzhanidze
04 ივნისი 2019 03:14
0
სავსე სტადიონზეც ვგიჟდები და ნაკრებზეც მაგრამ მაპატიოს ავტორმა და სიტყვების რახარუხი გამოუვიდა:)
valderrama
31 მაისი 2019 09:44
0
გაუმარჯოს საქართველოს
irakli
31 მაისი 2019 10:00
0
ერთი გუნდი ვართ, "ჯვაროსნებიც" ვართ და ა.შ. მაგრამ რამდენი ხანი უნდა ვკვებოთ გულშემატკივარი ტყუილი დაპირებებით? თამაში არ ვიცით, ყველაზე მთავარი რაც არის. ჩვენი ჩემპიონატი ჭაობია. ჩვენი ყველაზე კარგი ფეხბურთელი საშუალო ჩემპიონატის ასე თუ ისე ნორმალურ გუნდში თამაშობს. სხვა? ვტკეპით ერთ ადგილს. ჩვენი მისვლა უშველის სტადიონზე ამ დაქცეულ ფეხბურთს? რა ვიცი, რა ვიცი...
ადმინ, არ დამბლოკო:) გულშემატკივრის აზრი მაინტერესებს..
ზაზა
31 მაისი 2019 11:17
5
დამბურძგლა ბ.......ი ვიყო. :D
roma
31 მაისი 2019 10:44
2
რატო აკრიტიკებთ ავტორს? ადამიანს უყვარს თავისი ნაკრები და ქომაგობს და გულიდან წამოსულ სიტყვებს წერს,ამაში ცუდი არაფერია,პიტიქით ,მსგავსისულისკვეთება გვჭირდება სტადიონზე და არა კრიტიკა და მზესუმზირის კვნეტა.
Qomavi
31 მაისი 2019 15:30
8
იბერიის კი არა, ივერიის, - წერეთ ის, რაზეც ელემენტარული წარმოდგენა მაინც გაქვთ. უკაცრავად...
მ. ტ.
31 მაისი 2019 19:22
1
ვინ დატოვა პარალელური სამყაროს კარები ღია? დაბრუნდი ავტორ ჩვენი სხვა სამყაროა სადაც კმაყოფილები ვიქნებით თუ ვაჟკაცურად იომებენ ჩვენები
ზორბეგი
31 მაისი 2019 12:17
1
აბა, შენ ეგა თქვი. 39 წლის ვარ. სტადიონზე ყოველთვის თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მოვდიოდი და არასდროს წავსულვარ საფინალო სასტვენამდე, მაგრამ შვეიცარიასთან 80-ე წუთზე ავდექი და წავედი..უჟილკო თამაშს ვერავის ვაპატიებ..იმედია გამოსწორდება რამე.
Vakhtang Lobzhanidze
04 ივნისი 2019 03:20
0
უკაცრავად. ეს სტატია უფრო თავის დაზღვევას ჰგავს, ვინიცობაა მომდევნო ორი თამაში ცუდათ ჩავატაროთ.
giorgi
31 მაისი 2019 11:09
2
ჯვაროსნების გალაშქრება "ჭ" კლასის ნაკრებებზე.... სამარცხვინოა....
სააკაძე
31 მაისი 2019 09:59
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული