ეროვნული ლიგა. XVII ტური: "სიონისა" და "ლოკომოტივის" ნაკლებად სანახაობრივი მატჩი უგოლოდ დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 მაისს, ეროვნული ლიგის მე-17 ტურში "სიონისა" და "ლოკომოტივის" მატჩი 0:0 დასრულდა.

პირველ ტაიმში ცხელოდა, რაც ფეხბურთელებს თამაშში ხელს უშლიდა. ნაღდი რომ ეთქმის, ისეთი მომენტი არ შექმნილა. შესვენების შემდეგ თამაში ოდნავ გამოცოცხლდა, მცირე უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და სიხარულიძემ ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა გოლის გატანა. ეგ იყო და ეგ.

ალბათ, ორგანიზატორებს სიცხის გამო მატჩების მოგვიანებით დანიშვნაზე მართებთ დაფიქრება.

ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი - ლოკომოტივი 0:0

სიონი (4-3-1-2): თორნიკე ზარქუა, გულვერდ თომაშვილი, არჩილ ტვილდიანი, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე (კ),
დათო კირკიტაძე, ვაჟა ქიქავა (ლაშა უგრეხელიძე 88), ზვიად სიხარულია (დავით რაჟამაშვილი 74), არჩილ მესხი (ლაშა მანაგაძე 65)

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

ლოკომოტივი (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, ირაკლი კომახიძე, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, ოთარ კობახიძე (შოთა შეყილაძე 68), თორნიკე ძებნიაური (ლაშა გვალია 68), ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი სიხარულიძე (დავით ჯიქია 79)

მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული