bottadiculo: "ლაციოს" ერთ-ერთი სამიზნე გიორგი ჩაკვეტაძეა

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა bottadiculo საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, რომაულ კლუბს ბელგიის ჩემპიონატიდან ორი ფეხბურთელის ყიდვა სურს. ერთი "ბრიუგეს" თავდამსხმელი უესლი გახლავთ, ხოლო მეორე საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეა.

აი, რას წერს საიტი გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით:

"თავდასხმის გარდა, მეორე რგოლი, რომელსაც ცვლილებები შეიძლება შეეხოს, ნახევარდაცვაა.

"ლაციოში" უკვე ფიქრობენ ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელის - ბადელისა და მილინკოვიჩ-სავიჩის შემცვლელების თაობაზე.

მომავალი სეზონის წინ "ლაციოს" სპორტული დირექტორი იგლი ტარე ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ფეხბურთელს აკვირდება, რათა აღმოაჩინოს ტალანტი და მიიყვანოს "ოლიმპიკოზე".

უკანასკნელი ინფორმაციით,
სამიზნეებს შორის პირველ ადგილზე 1999 წელს დაბადებული გიორგი ჩაკვეტაძე არის, რომელიც "გენტის" "10 ნომერია". ჩაკვეტაძის ფასი დაახლოებით 12-15 მილიონი ევრო იქნება და შესაძლოა, "ლაციომ" მალე გადადგას პირველი ნაბიჯი."

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძეს ამჟამად ტრავმა აქვს და რეაბილიტაციის კურსს საქართველოში გადის. გასული წლის ბოლოს ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევით "ბარსელონა" იყო დაინტერესებული, თუმცა, სამწუხაროდ, ტრავმამ გიორგის უკეთეს გუნდში ტრანსფერი გარკვეული დროით გადადო.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჯერ ძილი, მერე სიზმარი. ტრავმა არ მოურჩენია და ასე არავინ წაიყვანს. მეორეც, ჯერ გენტში ჯობია მოღონიერდეს . ლაციომ რომც წაიყვანოს და სკამზე იჯდეს, არა მგონია უკეთესი ვარიანტი იყოს. ასე მოუვიდა პაპუნაშვილს ვერდერში და ისევ დინამოში დაბრუნდა
:))))
03 ივნისი 2019 12:52
9
პაპუნაშვილის და ჩაკვეტაძის შედარება შეიძლება???ლაციოში თუ შეეშინდა გადასვლა და სკამზე არ დამსვანო მაშინ გაანებოს მომავალზე ფიქრს და ყაზანის რუბინშI წავიდეს.ჩაკვეტაძის თამაშ როცა ვუყურებ ბიჭს არაფრის და არავის შIშI არ აქვს!!!
vasiko
03 ივნისი 2019 14:05
4
შიშზე არ არის ლაპარაკი, ტრამვაზეა. ფიზიკურად ღონიერი უნდა გახდეს, ასე გაუჭირდება. პაპუნაშვილთან შედარება არ შეიძლება, მაგრამ იმასაც ტრავმები ტანჯავს.
მჭედლიძე აგერ საუკუნეა ამ ემპოლიში, მშვენიერი მონაცემებიც აქვს, მაგრამ ფაიფურისაა. ანანიძეზე აღარაფერს ვამბობ საერთოდ. ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობის სენი ეგ არის

????
04 ივნისი 2019 01:18
0
ამ სტატიის დამწერო (ჟ)ურნალისტო, სირცხვილი არ გაგაჩნია?! რაში სჭირდება გიოს შენი გაკეთებული რეკლამა, მით უმეტეს ქართველი ქომაგების წინაშე? ჩვენ ყველას ისედაც ძალიან გვსურს გიოს ტოპ ლიგაში გადასვლა, თუნდაც ლაციოში და ამ დროს ბარსელონა იხვეწებოდა თურმე... ამით ვერ ხვდებით ეს ვაი-ჟურნალისტები რომ ჩაკვეტაძის ანტირეკლამას ეწევით სინამდვილეში ან, თუ ხვდებით, ნამუსი მაინც არ გაწუხებთ?! ვინც დაბლოკოს / არ გამოაქვეყნოს, ის იყოს პუტინის ნასკი!
სიმართლე
03 ივნისი 2019 15:49
11
ჯურნალისტის საქმე წერაა, რასაც ახალს გაიგებს უნდა დაწეროს და შენ რატომ ღიძიანდები ან სხვა არ ვიცი. თუ ჭაკვეტაძეს ეს სტატია თავში აუვარდება და გაფუჭდება შენი თქმით, გამოდის მას და თუნდაც სხვა რომელიმე ფეხბურთელს მომავალი აღარ ექნებათ იმდენი იწერება უცხოურ პრესაში. რომელიმე ფეხბურთელს თუ სტატიები აფუჭებს არც ყოფიილან ისენი არაფრის ღირსები და იმიტომაც ვერ აღწევენ ვერაფერს. მთელი მსოფლიო რონალდუზე წერდა როდესაც 17 წლის შესრულდა. გახვრიტეთ ტვინი თქვენი უაზრო კრიტიკით.
Geo_Dinamo
03 ივნისი 2019 16:35
1
ხოო ბარსელონაში უნდოდათ მესის ნაცვლად უბრალოდ ეხლა ტრამვამ შეუშალაო ხელი.. რებს წერთ უბრალოდ ტეხავს რა დაგვცინებენ უცხოეთში ასეთ სტატიებზე
reali
03 ივნისი 2019 15:12
9
ჯერ ფეხზე დადგეს ეგ ბიჭი და ბოლომდე მორჩეს, არსად არ ეჩქარება მაგას. თავის დროზე ყველაფერი იქნება, მთავარია ჯანზე იყოს და ტრამვამ არ გაამწაროს, როგორც ბარეორი. კიდევ კარგი სეზონი დამთავრდა. მას თავისუფლად შეუძლია გამოჯანმრთელება. მთავარია არ იჩქაროს.
ვასო
03 ივნისი 2019 15:17
0
ბარსელონას მენეჯერ პოპ დე კურიცტე ვან დე კუხნის ტო ბერლუგა კარლოს ხიტუბამ, თავის ბოლო ინტერვიუში თქვა ...
... ამ ბიჭს, რომ ვუცქერ, უმალ ჯიბეზე ხელს მოვივლებ ხოლმე, რეალმა და იუვენტუსმა არ დაგვასწრონ და ცხვირწინიდან არ აგვაცალონ, როგორც როდრიგეს კორჩეტო ლიმა სენტო კარბელა პუაჩიტო კაკანბო ჟეკოს შემთხვევაში მოხდაო.....
ჩაკვეტააძე სჯობს ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც ძირითადში იქნება, მუდმივად ათამაშებენ და სათადარიგოთა სკამს არ გახეხავს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს დიდი! თორემ მაგალითად აგერ გვყავს ქინქლაძე, როგორც კი ცუდ ატმოსფეროში მოხვდა, დაღუპეს, ორი სამი წელი ფეხბურთელისთვის მთელი ეპოქაა. მთელი ეპოქა და ამიტომ პატარა შეცდომის უფლებაც არ აქვს...
კ ო მ ბ ლ ე
03 ივნისი 2019 16:39
9
ბოროტი, ღვარძლიანი და ცუდი კაცი ხარ შენ. შენი დორბლების დენა მინდა ვნახო ოღონდ ეს ბიჭი უკეთეს ლიგაში წავიდეს სათამაშოდ და აუცილებლად წავა
მამუკა
03 ივნისი 2019 17:14
10
ეხლა ევროსპორრტს ვუსმენდი და რეალს ბეილის გაყიდვა და ჩაკვეტაძის ყიდვა უნდაო
vasiko
03 ივნისი 2019 19:50
9
ტრამვირებული მოსწონთ და ტრამვა რო არ ქონოდა რა მოხთებოდა წარმოიდგინეთ
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
03 ივნისი 2019 13:43
3
ლანჩხუთის გურია ყიდულობს თურმე... ^_^
ლაშა
03 ივნისი 2019 23:27
3
არ დაიღალეთ ამდენი ტყუილი-ჰიპოტეზებით, დააცადეთ ადამიანს გაზრდა.
დათო
04 ივნისი 2019 10:17
2
Vasiko და ლაშა, როგორ მინდა გიწოდო დოდო!
პილიგრიმი
04 ივნისი 2019 01:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული