კვიპროსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ ფამაგუსტის "ანორთოსისთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი.
cyprustimes-ის მიხედვით, კლუბსა და მეკარეს შორის 1+1 ტიპის კონტრაქტი გაფორმდა, ხოლო დანარჩენი დეტალები უცნობია.
გიორგი ლორია, რომელიც ბოლოს გერმანულ "მაგდებურგში" თამაშობდა, ცოტა ხნის წინ დაემშვიდობა კლუბს. ახლა კი გიორგი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშია და გიბრალტარისა და დანიის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება.
შეგახსენებთ, ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გახლავთ. ქართველ მწვრთნელს გუნდში თორნიკე ოქრიაშვილის მიყვანაც სურს. ამ ეტაპზე, "ანორთოსისში" სამი ქართველია: ნიკა კაჭარავა, ბექა მიქელთაძე და უკვე გიორგი ლორია.